მთავარი » ქსოვა » ხელსაქმის ისტორია » ქსოვის ისტორია

ხელსაქმის ისტორია. გაგრძელება

ძველად იგი ერთნაირად აუცილებელი საქმიანობა იყო ქალებისათვის, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მოხუცებისთვის.  უმეტესად შალის ძაფით ქსოვდნენ. შალის ძაფს კი თვითონვე ართავდნენ და ძაფს სასურველ ფერებს აძლევდნენ. ტრადიციის თანახმად,საქართველოში ხელსაქმის ცოდნა აუცილებელი იყო.  ეს ტრადიცია თაობიდან თაობაზე გადადიოდა.ხელით ქსოვა-ეს უძველესი პროფესია,რომელიც დღემდე წარმატებით და დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე (ქრისტეს  შობამდე 485-422 წწ.) გვაუწყებს,რომ იმდროინდელი კავკასიის მთიელები ბრწყინვალედ ქსოვდნენ და ქარგავდნენ და იქვე დასძენს,რომ ეს ნაქარგობა არ ხუნდებოდა.მის ცნობებში კოლხური სელის ქსოვილი ეგვიპტურთან არის გათანასწორებული.სახელგანთქმული ისტორიკოსის თქმით,მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთად...

"შუშანიკის ცხოვრებიდან" ჩანს, რომ საქართველოში "პალეკარტად" წოდებული ტანისამოსისათვის  განკუთვნილი ძვირფასი ქსოვილი "ანტიოქიიდან"  შემოუტანიათ...

საქართველოში მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე თუთიის ენდემური ჯიშები ყოფილა ფართოდ გავრცელებული.ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველო დიდი ხნის წინ ყოფილა დაკავშირებული აბრეშუმთან.ლეგენდის თანახმად, აბრეშუმის კულტურა საქართველოში შემოტანილი და დაკავშირებული იყო მე-5 საუკუნის საქართველოს მეფესთან-ვახტანგ გორგასალთან.

ცნობილია,რომ თამარ-მეფე მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარგიდან გასცემდა და არა სამეფო ხაზინიდან.თამარ მეფე თავად ქსოვდა,ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშევარს გლახაკებს უნაწილებდა.ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დაღლილ თამარს ჩათვლიმა და ჩვენება იხილა.......გამოღვიძებულმა თამარმა საკუთარი ხელით დაიწყო რთვა და ქსოვა და თორმეტი მღვდელი შემოსა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 2009 წელს ჭიათურაში,ძუძუანას მღვიმეში გრეხილი ველური სელის ბოჭკოები იპოვნეს.დღემდე ითვლებოდა,რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ.29000წ.), დღეს კი შეიძლება თამამად ითქვას,რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი,რომლის დიდი ნაწილი ადამიანის ხელით იყო დართული.თეორიულად,ტანსაცმლის დამზადების გარდა,მათ შეეძლოთ კალათებიც და თოკებიც დაეწნათ.[3 ]

ისტორიკოსები    ამტკიცებენ,  რომ   ყველაზე გამოცდილი მქსოველები ყოფილან არაბები,  მათ იცოდნენ   რთული    თარგების    მიხედვით  ხელით    ქსოვა    მრავალფეროვანი ძაფებით   და ასევე ხელით  ქსოვის ბევრი  საიდუმლო. მათგან ჯვაროსნებმა გადაიტნეს ესპანეთში.სიტყვა ,,ქსოვა“   გამოჩნდა   მხოლოდ ინგლისურ ენაზე მე -13 საუკუნეში. თავდაპირველად ,,ქსოვა“   კაცის   საქმიანობას  წარმოადგენდა.  ყაისნაღით კაცები   ქსოვდნენ თევზსაჭერ   ბადეებს. ქსოვით   მოგვიანებით  დასაქმდნენ   ქალები, მაგრამ  მამაკაცებს   ქსოვისადმი   ინტერესი  არ დაუკარგავთ. 1946   წელს  ამერიკის ნაციონალურ   კონკურსზე ,,ქსოვა  ყაისნაღით“   კაცმა    მოიგო    და   პრიზი  ,,ოქროს ყაისნაღი“   გადასცა   პირადად ესტე    ლაუდერ-მა.

საინტერესოა ყაისნაღის ისტორია,რომელიც მე-14 საუკუნეში იყო ცნობილი. შემდგომში მე- 16 საუკუნეში  ყაისნაღი იყო ცნობილი საფრანგეთში როგორც „croohet lase“ და ინგლისში როგორც   „chain lace“. ირლანდიელი უბრალოდ ქალებისათვის ყაისნაღი ანუ კავი იყო მეტად უხეში, ბლაგვი და ასევე სახელურიც. მაღალი ფენის საზოგადოების ქალბატონებს კი ჰქონდათ ძვირადღირებული ვერცხლის, ფოლადის, სპილენძის, სპილოს ძვლის ყაისნაღები. ყაისნაღით ქსოვა ადვილი იყო,ვიდრე ჩხირებით. 1824 წელს ჰოლანდიაში გამოდის ჟურნალი "Pénélopé", სადაც ჩაწერილია ქსოვის სახეები სურათებით.

 

 

ირლანდიამ განიცადა მძიმე დრო 1845—1849  წლებში. ქვეყანაში იყო შიმშილი,ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და მოსახლეობის 30 პროცენტი ამერიკის ემიგრანტი გახდა.ხალხი ეძებდა გამოსავალს მაგრამ ამაოდ. ირლანდიაში  შიმშილობის დროს  წლებში  ხალხს   უზრუნველყო და დაეხმარა ხელსაქმე.  ყაისნაღის ერთ-ერთი  სახეობა, რომელიც ქალბატონმა რიეგო დე ბლანკარდიე-მ მოიფიქრა ,,ყაისნაღით  ნაქსოვი "მაქმანი"  მსგავსი ვენეციური მაქმანისა". მაქმანის ქსოვა ნემსის დახმარებით ძალიან ბევრ დროს მოითხოვდა, ნემსით მუშაობას ქსოვილზე  კი სჭირდებოდა 200 საათი, ყაისნაღის დახმარებით  კი 20 საათი უნდოდა. ამ შემთხვევაში  ხდებოდა დროის დაზოგვა. ქალბატონმა  1846 წელს გამოსცა პირველი  წიგნი ირლანდიური მაქმანების შესახებ, ქსოვა ყაისნაღის დახმარებით. ქსოვის ახალი სახე მალე გახდა ცნობილი ირლანდიელ მოსახლეობაში. ზუსტად მაქმანი გახდა მომგებიანი და შემოსავლის წყარო ირლანდიაში.სწორედ რომ ხელსაყრელი ბიზნესი იყო ყველა ოჯახისათვის.მასზე მუშაობდა მთელი ოჯახი.ყაისნაღით შეიძლებოდა სხვადასხვა მოტივის ქსოვა(ყვავილები,ფოთლები და სხვა).მერე ამ ყველაფერს შეაერთებდნენ და ერთ მთლიან მზა ნივთს მიიღებდნენ.

წარმოების ასეთი ქსოვა შრომას ამსუბუქებდა,აადვილებდა და ყოფდა ნაწილებად.ყოველ მქსოველს ჰქონდა თავისი საქმე.ერთი თუ ქსოვდა ყვავილებს,მეორე ფოთლებს,მესამეს მშვენივრად გამოსდიოდა სხვა რამის ქსოვა.ახალ სამუშაოს სიამოვნებით ასრულებდნენ როგორც ქალები,ისე კაცებიც, ბავშვებიც და ძველი თაობის ხალხიც. ქსოვის სახეობა ოჯახის წევრებს შორის იყო მხოლოდ ცნობილი, თუ უცხო სტუმარი მივიდოდა სამუშაოს მალავდნენ,რომ სტუმარს არ ენახა მათი ნამუშევარი. ყველა  გლეხის ოჯახს არ შეეძლოთ ცალკეული ნაწილების მიღებით მზა ნივთი მიეღოთ და ამიტომ ნამუშევარს   გზავნიდნენ ქალაქის ცენტრში, სადაც მუშაობდა ამ ხელსაქმეში  გამოცდილი ადამიანი და მისი ხელით გამოდიოდა მზა კაბა, პალტო, მოსაცმელები, ხელთათმანები, ქოლგები  და სხვა. ირლანდიული მაქმანის წყალობით ბევრმა ოჯახმა შესძლო ცხოვრება,ლუკმა-პურის შოვნა. ირლანდიული მაქმანი პოპულარული გახდა ევროპაში და ამერიკის ქვეყნებში. ინგლისში ქსოვის ეს სახეობა ცნობილი გახდა დედოფალი ვიქტორიას დროს(მართავდა ინგლისს 1837 -1901 წწ-ში).დედოფალს  უყვარდა ხელსაქმე და ყაისნაღით მაქმანების ქსოვა.საკმაოდ გვიან  მე-19 საუკუნის ბოლოს ყაისნაღით ვრცელდება რუსეთში. ყაისნღით ქსოვა ხდება მოდური ხელსაქმე. მე-19 საუკუნეში  ეს ხელოვნება ხდება უნკიკალური,პოპულარული. ყაისნაღით ქსოვენ  ტანისამოსს,იქსოვება თხელი ნაქსოვებიც, სამკაულები, სათამაშოები და სხვა.ირლანდიური მაქმანი პოპულარობით სარგებლობს  დღემდე და  ითვლება  ქსოვის  1-1 ლამაზ სახეობად ხელოვნებაში.საინტერესოა ასევე საქსოვი მანქანის ისტორია,რომელიც მე-16 საუკუნეში ინგლისში 1589 წელს გამოიგონა ინგლისელმა მღვდელმა უილიამ ლი-მ დედოფალი ელიზაბეტ პირველის დროს.დედოფალს არ მოეწონა ნაქსოვი,რადგან მოქსოვილი "ჩულქი" იყო მეტად უხეში.

მე -18 საუკუნეში საფრანგეთში უილიამ ლი-ს საქსოვი მანქანის  ანალოგიურად  გამოიგონეს მრგვალი ფორმის  საქსოვი მანქანა,ტრუბის ფორმის რომელიც ქსოვდა ,,ჩულქებს“ მრგვლად. პირველი მსოფლიოს ომის შემდეგ ამერიკაში იწყება ჟურნალების გამოსვლა როგორც ჩხირებით, ისე ყაისნაღით ქსოვის. 1980 -იანი წლების ბოლოს  და 1990 წლის დასაწყისში ინტერესი ქსოვის მიმართ დაცემულია,  რადგან ძაფების შეძენა საკმაოდ არასახარბიელოა, ძვირია  და შედარებით იაფად ყიდულობდნენ მზა მოქსოვილ ტანისამოს მოსახლეობა. და მაინც ქსოვა იყო და იქნება პოპულარული ხელსაქმე,ჰობი და საქმიანობა. ხელით ქსოვამ  წლების განმავლობაში თავისი ღირებულება არ დაკარგა.ხელით ნაქსოვი გაფორმებული მოდური ნაქსოვი ტანისამოსი ყოელდღიურ ცხოვრებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.მსოფლიოში არის საქსოვი,საქარგი მანქანები,მაგრამ  ხელით  მოქსოვილი  სულ სხვაა  და  ყოველთვის ფასობს. 

 

 


სტატია: ქსოვის ისტორია | ნანახია: 3225 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]