მთავარი » ქსოვა » ქსოვა დამწყებთათვის » ქსოვა საინტერესო ხელსაქმე

ქსოვა ჩემი საყვარელი ჰობია

 

 

ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული ქალების ხელსაქმეა. ქსოვა ეს მართლაც სასიამოვნო და საინტერესო ჰობია. ბევრი იტყვის ქსოვენ მხოლოდ ბებიები ან უი, ვის აცვია ასეთი მოქსოვილი. ქსოვა ბებიების ხელსაქმე როდია და  მარტო ასაკიან ხალხს  კი  არ უყვარს, ქსოვენ დიასახლისებიც, ახალგაზრდებიც, ცნობილი ადამიანებიც.ქსოვა დღესდღეობით თანამედროვე სახის ჰობია. ქსოვა ხელოვნებაა, შემოქმედებითი საქმიანობა და ხელსაქმე,კარგად შესრულებული ნაქსოვი შემოსავლის წკაროცაა. ცნობილი მოდის დიზაინერების  2012 წლის კოლექციაში შევიდა  ხელნაკეთი ნივთები სქელი ან ძალიან თხელი ძაფებით ნაქსოვი. საზღვარგარეთ ძალიან აფასებენ ხელნაკეთ, ნაქსოვი ნივთების პროდუქციას. (ეს იქნება შარფები თუ ქუდები, კაბები, კუპალნიკები,ჩანთები, აქსექსუარები  და სხვა). ხელით შექმნილი აქსექსუარების ბუმია საერთოდ მსოფლიოში.ნაქსოვი ტანსაცმელი  ძალიან მოსახერხებელი, კომფორტული, მოდური, ლამაზი, პრაქტიკული, თბილი ჩასაცმელია და შესანიშნავად შეეწყობა სრულიად განსხვავებული    ტექსტურებით გაფორმებულ დეტალებს. ამას  აფასებენ გამოჩენილი ცნობილი ადამიანებიც. გამოდის რომ ქსოვა ძალიან პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის. ბევრი სირცხვილის გარეშე აღიარებს ინტერვიუში რომ მათი ჰობი ქსოვაა. ჰოლივუდის ვარსკვლავები არა ერთხელ დაინახეს ჩხირებით ხელში.ცნობილი ადამიანები ქსოვენ,მაგრამ  უფრო    ბევრ   მათგანს      უყვართ   ნაქსოვი ტანსაცმელის   ტარება. ასევე  ქსოვენ  მამაკაცებიც.

თანამშრომელთა "General Electric Company "1918 წელი

იქსოვებოდა წინდები  და შარფები პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებისთვის.

ჰოლივუდის მსახიობი კერი გრანტი ცდილობდა ქსოვის ხელოვნება შეესწავლა.არ არის ცნობილი ის რომ, ნამდვილად სურდა ესწავლა თუ ცდილობდა ერთი ქალბატონის ყურადღების მიქცევას   სიმპატია   დაემსახურებინა.  ფაქტია რომ, ქსოვის შესწავლა დაფიქსირდა ისტორიაში.

.

ვივიენ ლი და ლორენს ოლივიე

ამერიკაში გაიხსნა საქსოვი კლუბი მამაკაცებისათვის.სადც ყველა ასაკის მამაკაცს შეუძლია მისვლა,რომ მოქსოვონ. დაუჯერებელია მაგრამ უნდა აღინიშნოს ბრედ პიტი, რასელ კროუ, ჯორჯ კლუნი.  მათ უყვართ  ჩხირებით ქსოვა, რომელიც  პრობლემების გადატანაში ეხმარებათ.

 

მსახიობი დევიდ დუხოვნი სერიალ "საიდუმლო მასალები" ქსოვა შეასწავლა ბებიამ.ხელსაქმის შესწავლა კი ერთ ემოციური საუბრმა განაპირობა.

ჯულია რობერტსის ერთ-ერთი  ყველაზე საყვარელი  საქმიანობა  ქსოვაა. მსახიობი ქსოვდა კადრების  გადაღებებზე შუა შესვენებებზე. ამაყად ატარებს საკუთარი ხელით მოქსოვილ ტანსაცმელს, ნივთებს.  განსაკუთრებით უყვარს სვიტერების ქსოვა. მან ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ეს ჰობი მოდად აქცია.

არ არის გასაკვირვი  რომ   ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად  მიიწვიეს სწორედ   ჯულია რობერტსი.,რადგან ფილმი ეხება ქსოვას. ფილმის ორიგინალური სახელწოდება" The Friday Night Knitting Club".

გადაღების დროს.

კამერონ დიასს უყვარს ექსტრემალური სპორტის  სახეობა - სერფინგი. ამბობენ რომ ჯულია რობერტსისგან  აიღო   მაგალითი  და ქსოვს. ძნელი წარმოსადგენია კამერონ დიასი საქსოვი ჩხირებით. ქსოვა საუალებას აძლევს დაისვენოს და ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს.

სარა ჯესიკა პარკერი  ჰოლივუდში არის ყველაზე ცნობილი მქსოველი.მისი კოლეგები ამბობენ მსახიობი ქსოვით დაკავებულია როგორც შესვენება გამოცხადდება გადაღებებში, არა ერთხელ შენიშნეს  აეროპორტის მოსაცდელში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში. სარას ქსოვა შეასწავლა მისმა კოლეგამ ( სერიალიდან  ს.... დიდ ქალაქში) კრისტინ დევის-მა.

  

ქეით ჰადსონიმ და უმა თურმანმა ქსოვის კურსები ერთად გაიარეს და საქსოვ ძაფებსაც ერთად ყიდულობენ. ქეითს უყვარს ყაისნაღით ქსოვა და ქსოვს არა მარტო ტანსაცმელს, არამედ ადიელებს. მას მიაჩნია რომ ეს საქმიანობა ძალიან დამამშვიდებელია და მტკიცედ სჯერა რომ ამ ხელსაქმის წყალობით ქმართან ცხოვრობს მშვიდობიანად და ბედნიერად.ყველა უარყოფითი ენერგია გადააქვს ქსოვაზე.

უმა თურმანს უყვარს ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვა.ქსოვს ბავშვებისათვის.თვლის რომ ბავშვები მოქსოვილ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობებ,ვიდრე  იმ ტანსაცმელში რომელიც შეიძინა ყველაზე ძვირადღირებულ ბუტიკში.  ასევე  ქსოვს მადონა,რომელიც  ქსოვის კლუბში დააფიქსირეს. მას ვერ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება ჩხირებით და ძაფის გარეშე. მოკლედ ქსოვა გახდა ბოჰემური ცოვრების ელემენტი. ქსოვს ბევრი ცნობილი ადამიანი,რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუ ადრე იოგა იზიდავდათ, ახლა ქსოვა გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ყველაზე პოპულარული ჰობი.

ძველი თაობის კინოვარსკვლავებიდან უნდა აღინიშნოს ოდრი ჰეპბერნი, კეტრინ ჰერბერნი.

ქსოვა მართლა თანამედროვე  ჰობია. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ დაგაინტერესებთ ქსოვის შესწავლა. თურმე მარტო ბებიების ხელსაქმე როდი ყოფილა.

მეთანხმებით? ხოდა ძალიან კარგი.

გისურვებთ წარმატებებს.

თინათინი.

 

 

 
 
 

 

 
 

სტატია: ქსოვა საინტერესო ხელსაქმე | ნანახია: 3275 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]