მთავარი

როგორ გავხსნათ და წავიკითხოთ ელექტრონული წიგნი DJVU -ს ფორმატში?

(კომპიუტერი დამწყებთათვის).

 

მოგესალმებით!  წინა  სტატიაში   განვიხილე   როგორ   გავხსნათ და წავიკითხოთ ელექტრონული წიგნებიPDFფორმატში. ამ სტატიაში განვიხილავ თუ რა პროგრამა გახსნის და წაიკითხავს djvu  ფაილს? ასეთი წიგნების და ჟურნალების წასაკითხად რეკომენდირებულია   djvu   ფაილებისთვის WinDjView პროგრამა.   ჩემი   აზრით ყველაზე   მოსახერხებელი  და   საუკეთესო პროგრამაა.  WinDjView  პროგრამის ჩამოტვირთვა   თქვენ  შეგიძლიათ   ჩემი   საიტიდან.  არ  ითხოვს რეგისტრაციას. დააკლიკეთ,  გადაიწერეთ და დააინსტალირეთ.   შეგიძლიათ  გამოიყენოთ   ასევე მოსახერხებელი   და   უფასო   პროგრამა STDU Viewer, რომელიც განვიხილე წინა სტატიაში.  უნდა ავღნიშნო მისი დადებითი თვისება,  რომ ამ პროგრამას შეუძლია გახსნას   ელექტრონუ ლი წიგნები, როგორც  PDF, ისე djvu, ePUB,  FB2 ფორმატში. WinDjView პროგრამის დაყენება ისთივე ადვილია, როგორც წინა პროგრამის. მისი დაყენების შემდეგ კი ელექტრონული წიგნი იქნება  თუ   ჟურნალი აუცილებლად გაგეხსნებათ.   პროგრამის    შენახვის  მთავარი   ფორმატი   ,,ციფრული   წიგნია,, - სკანირებული დოკუმენტები. სახელწოდება DjVU მომდინარეობს საფრანგეთიდან. ფრანგულად  ,,დეჟა ვუ,,  ნიშნავს  ,,უკვე ჩანს,,  თავდაპირველად   ეს    პროგრამა (დასკანირებული სახით)   განკუთვნილი  იყო ძვირადღირებული ან დიდი ზომის წიგნების, ჟურნალების,  დოკუმენტების  შესანახად.

დააწკაპეთ  გადმოწერა

როდესაც გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში ეს პროგრამა.ყურადებით და დაკვირვებით  მიყევით ქვემოთ აღნიშნულ ინსტრუქციას.

1. გაიხსნება ახალი ფანჯარა და დააწკაპეთ Запустить.

 

 

  2. აარჩიეთ ენა და დააწკაპეთ    ОК

 

 

 

3. შედეგ ფანჯარაში აღნიშნეთ ცარიელი უჯრა ,,Показать полный текст соглашения ЧНУ лицензией GPL,,  და დააწკაპეთ Далее

 

 

4.   მომდევნო ფანჯარაში   დააწკაპეთ  принимаю

 

 

5. დააწკაპეთ Далее.

 

 

6. გაიხსნება ახალი ფანჯარა. დააწკაპეთ  Обзор  იმ შემთხვევაში,თუ თქვენ სხვაგან გსურთ    ფაილის   შენახვა,  ამოარჩიეთ თქვენთვის ერთ-ერთი ვარიანტი.   შემდეგ დააწკაპეთ  Далее.

 

 

7. დააწკაპეთ Установить.


 

8. შემდეგ დააწკაპეთ  Далее

 

 

 9. ცარიელი უჯრა აღნიშნეთ   WinDjView, თუ გსურთ პროგრამა ჩაირთოს . შემდეგ დააწკაპეთ Готово.

 

 

 

10. თუ თქვენ  ყველაფერი სწორედ გააკეთეთ გაგეხსნებათ ასეთი ფანჯარა. მარცხენა მხარეს,ზემოთ  კუთხეში დააწკაპეთ  файл.ფაილის მეშვეობით აარჩევთ  თქვენთვის სასურველ  წიგნს ან ჟურნალს და გაგეხსნებათ.

 

 

 
წარმატებები!

მომავალ გაკვეთილამდე !

 

დაბრუნება


კატეგორია:
როგორ გადმოვწეროთ და გავხსნათ ელ. წიგნები?
| ნანახია: 3189  
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]