მთავარი » ქსოვა » გარდერობი და ტანსაცმელი » როგორ გავრეცხოთ სამოსი?

როგორ გავრეცხოთ ნაქსოვი სამოსი.

 

 

ნებისმიერი სამოსი დროთა განმავლობაში უნდა გაირეცხოს.

როგორ გავრეცხოთ ნაქსოვი სამოსი ისე რომ, ფორმა და ფერი არ დაკარგოს?

 

ნაქსოვი სამოსი გარეცხვის დროს ფორმა და ფერი რომ არ შეიცვალოს რამდენიმე რჩევას დავწერ ნაქსოვი ნივთების რეცხვასთან დაკავშირებით.

  • ყოველი ნაქსოვი სამოსი ირეცხება ხელით.
  • გარეცხვამდე ნაქსოვი სამოსი  გადააბრუნეთ  უკუღმა პირზე.
  • რეცხვის დროს შეკარით ღილები და შესაკრავი ,,ელვები,,

 

 

  • სახლის პირობებში შეგიძლიათ გარეცხოთ:სარეცხის  თასში ჩაასხით ნელთბილი წყალი. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს.  სარეცხი საპონი ოდნავ ააქაფეთ და ნაზად ჩადეთ სამოსი ამ ხსნარში.

  • წყალი უნდა ფარავდესს სამოსს.ჩაალბეთ და დატოვეთ 5–10 წუთი. (ოც წუთზე მეტი არ შეიძლება).  დამოკიდებულია ძაფის ხარისხზე და რამდენად ჭუჭყიანია სამოსი.სამოსი არ გახეხოთ ხელით და ჯაგრისით.
  • ბამბის და აბრეშუმის ნაქსოვი სამოსი უმჯობესია გაირეცხოს ბავშვის შამპუნით და აბაზანის ქაფით.
  • დაიხსომეთ! ბამბის ნაქსოვ სამოსს, პირველი გავლების    დროს  წყლის ტემპერატურა  უნდა იყოს   იყოს ისეთი როგორიც გარეცხვის დროს.
  • ბამბის ნაქსოვი სამოსი უმჯობესია გაირეცხოს ხელით. გამოიყენეთ დელიკატური   ან სპეციალური  სარეცხი საშუალება. გარეცხვის წინ წყალში გახსენით  და შემდეგ ჩადეთ სამოსი ამ ხსნარში.
  • არ შეიძლება ცხელ წყალში   ნაქსოვი სამოსი  გარეცხვა,  რადგან ცხელი წყალი სამოსის დეფორმირებას   ახდენს.
  • ნაქსოვი სამოსის გასარეცხად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სარეცხი საპონი ან სპეციალური საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს  ბოჭკოების შენარჩუნებას.
  • უბრალო ფხვნილები  აზიანებენ და არღვევენ  ბოჭკოებს და  ახდენენ სამოსის დეფორმირებას.
  • გარეცხვის შემდეგ გაავლეთ მინიმუმ 3-4 ჯერ წყალში. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს.
  • ანგორის და მოჰერის  ნაქსოვი სამოსი დიდი სიფრთხილით უნდა გაირეცხოს. ირეცხება ხელით 30 გრადუსზე წყალში. მას შემდეგ რაც გაშრება ფაფუკი, ნაზი ანგორის სამოსი სპეციალური ფუნჯი– სავარცხლით ჩამოვარცხნეთ.არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფხვნილი. ზოგიერთი დიასახლისი ამჯობინებს გამოიყენოს შამპონი, მაგრამ შამპონი ძალიან ქაფდება და ძნელია გასავლებად წყალში. დიდხანს არ უნდა ჩაალბოთ,არ შეიძლება გაწურვა. დიდხანს რომ შეინარჩუნოს ნაქსოვმა თავისი შესანიშნავი თვისებები, გავლების დროს  წყალში დაუმატეთ ჩაის კოვზი გლიცერინი, რომელიც აძლევს ქსოვილს  სირბილეს. 
  • გარეცხვის და გავლების დროს წყლის ტემპერატურა ერთი და იგივე უნდა იყოს. გაავლეთ წყალში რამდენჯერმე. ბოლო გავლებისას წყალში შეგიძლიათ დაამატოთ  ძმარი,რომელიც აძლევს სამოსს სირბილეს, უნარჩუნებს ფერს.  (1ლიტრა წყალზე საჭიროა 1 ჩაის კოვზი ძმარი) ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კონდიციონერი.გარეცხვის, გაწურვის და გავლების შემდეგ არ გაუხახუნოთ ქსოვილის ზედაპირები ერთმანეთს, არ დაგრიხოთ,არ დაახვიოთ,რადგან ნაქსოვი ფორმას შეიცვლის.

  • ოდნავ შეეცადეთ წყალი ჩამოწუროთ. შემდეგი ნაბიჯია გაშრობა.

  • ნაქსოვი სამოსი უნდა გააშროთ ჰორიზონტალურ, გადმობრუნებულ მდგომარეობაში, არავითარ შემთხვევაში ქსოვილი თოკზე ან საკიდ– ზე არ ჩამოკიდოთ. არ გამოიყენოთ გამათბობლები, ფენი, გაზქურა. (სამოსი ფორმას დაკარგავს).
  • გავლების შემდეგ ჰორიზონტალურად დადეთ პირსახოცზე. ეცადეთ ზემოდანაც დააფაროთ პირსახოცი და დააცადოთ ცოტაოდენი ხანი, ამ შემთხვევაში სამოსი წყლისგან დაიწკრიტება, პირსახოცი შეიწოვს სისველეს. შემდეგ სხვა მშრალ პირსახოცზე გადაიტანეთ (უმჯობესია გამოიყენოთ თეთრი ქსოვილი) და დააცადეთ სამოსს საბოლოოდ გაშრობამდე. პერიოდულად შეცვალეთ სველი პირსახოცები მშრალით ან  რაიმე ბადეზე თუ დადებთ უკეთესია. 

 

  • სამოსი, რომელიც მოქსოვილია საქსოვ  მანქანაზე და ეტიკეტზე არის აღნიშნული  მანქანაში რეცხვა, შეგიძლიათ    გარეცხოთ.  უნდა შეარჩიოთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი.

 

 

  • ქსოვილის ფორმის შესანარჩუნებლად, რომ არ დაზიანდეს ძაფის სტრუქტურა  ტანსაცმელი  მოათავსეთ  სპეციალური  ბადის ჩანთაში.

 

 

  • ნაქსოვი სამოსი ხშირად არ უნდა გაირეცხოს.    

 

  • თუ ნაქსოვი სამოსის იარლიყზე  დატანებულია  მსგავსი ფორმის სიმ– ბოლო, ეს იმას ნიშნავს, რომ სამოსის  მანქანაში  გაწურვა არ შეიძლება.
  • მშრალი ნაქსოვი სამოსის საკიდზე ჩამოკიდვა დაუშვებელია, სამოსი ფორმას დაკარგავს. სამოსი დაკეცეთ აკურატულად და დაკეცილი თაროზე მოათავსეთ.

 

  • ნაქსოვი რელიეფური  სახეთი არ შეიძლება გაუთოება ორთქლით.
  • აკრილის ნართით მოქსოვილი სამოსი  არ უთოვდება.  
  • ბამბის  ნაქსოვი სამოსის  დაუთუება არ შეიძლება.შეიძლება მხოლოდ ორთქლით დაუთუება.ამისათვის სამოსს ზემოდან დააფინეთ ნესტიანი ქსოვილი და  გაატარეთ ზედ  გაცხელებული უთო,ისე რომ   მსუბუქად შეეხოს. თუ სამოსი არის ამოზნექილი ნახატებით, მაშინ დაადეთ ზემოდან  ნესტიანი სქელი პირსახოცი.
  • არ შეიძლება გაუთოება  სველი ნაქსოვი ნივთების–ეს გამოიწვევს სამოსის  დეფორმაციას.
  • ნაქსოვი სამოსი  არ  შეინახოთ  პოლიეთილენის პაკეტში, ჰაერი ვეღარ იმოძრავებს და ასეთ შემთხვევაში სამოსს შეიძლება ცუდი სუნიც და ჩრჩილიც გაუჩნდეს.

 

  • გამოიყენეთ  ჩვეულებრივი   ნაჭრის ქსოვილისგან  შეკერილი ჩანთა ან აკურატულად დაკეცეთ და მუყაოს ყუთში მოათავსეთ. არ დაგავიწყდეთ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებების მოთავსება.  

      თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ თქვენი ნაქსოვი სამოსი  თავის სახეს       არ     დაკარგავს.

 

 

 

სტატია: როგორ გავრეცხოთ სამოსი? | ნანახია: 4802 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]