მთავარი » ქსოვა » ქსოვა დამწყებთათვის » სასწავლო კურსი ქსოვა დამწყებთათვის.(შესავალი).

სასწავლო კურსი. ქსოვა დამწყებთათვის.შესავალი.გაგრძელება.

 

ქსოვოს დროს ელემენტალური ნაყშების  სწავლიდან ნელ-ნელა ეტაპობრივად რთულ  და ორიგინალურ ნაყშების სწავლაზე გადახვალთ, მთავარია მონდომება, სურვილი.ფანტაზია და იდეები ნელ-ნელა მოგივათ. ნელ-ნელა მიეჩვევით ქსოვას და შემდეგში იგრძნობთ რომ მონოტორიულად ქსოვთ,იმდენად შეეთვისებით ამ ჰობს რომ აღრ მოგიწევთ მეტისმეტი დაძაბული ყურადღების გამახვილება როგორ უნდა გამოქსოვოთ თვალი ანუ  ნაყშის (უზორების) ჩაწყობისას.

 

 

ახალი ბრენდული ტანსაცმელის შეძენა ძალიან კარგია, მაგრამ  უარი გვიწევს რადგან ან ფული არ გვაქვს საკმარისი, ან მხოლოდ ვოცნებობთ ასეთ ტანსაცმლის ყიდვაზე,საშუალება არ იძლევა შევიძინოთ სიდუხჭირის გამო, ან დიდი ზომის გამოდგა.ზოგს ხელფასი ხელს არ უწყობს, თვიდან-თვემდე თავი ძლივს გააქვს და ისღა დარჩენია იოცნებოს. ოცნება ხომ უფასო არის…ზოგს შვილებისთვის უფრო ემეტება,ვიდრე თავისთვის,ზოგსაც ქმარი უარს ეუბნება მეტისმეტი ძვირიაო - გირჩევნია მეორადებში იყიდო,მაგ ფასში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მოგივაო, ზოგი ფულის უკეთეს გამოყენებას ფიქრობს- ოჯახისთვის ყიდულებს რაღაც-რუღაცეებს და ასე თუ ისე უარი გიწევთ ახალი სამოსის შესაძენად და მერე გული გწყდებათ.

 

ასეთი მდგომარეობის შემდეგ გული რომ არ დაგწყდეთ  არსებობს  ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხი თუ შეკერილი არის კაბა.ნუ იქნება მაინცდამაინც ზუსტად ისეთი ფერის.აარჩიეთ მატერია თქვენი გემოვნებით და მიმართეთ მკერავს, ან თუ იცით კერვა დიდებული აზრია,ამას რა სჯობს თქვენი ხელით შეიკეროთ კაბა, რომელის ყიდვაც ვერ მოახერხეთ. მერე რა რომ,  ის კაბა ცნობილი დიზაინერის მიერ არის შეკერილი…მთავარია გემოვნებით აარჩიოთ მატერია.ასევე თუ მოგეწონათ  ქვედაბოლო და ზედა პიჯაკი, აარჩიეთ ასევე მატერიის ფერი. (უნდა აღინიშნოს მატერიის შეძენისას არჩეული ფერები  მოგიხდებათ თუ არა,ასევე  მოუხდება თუ არა არჩეული ფერით, რომ შეიკეროს კაბა-კოსტუმი, არის თუ   არა ის  ქვედაბოლო და პიჯაკი თქვენი სტილი). თუ თქვენ თვლით რომ კარგი გემოვნება გაქვთ, შესაბამისად შეძლებთ ასევე აქსესუარების შერჩევასაც, თქვენი კაბის, პიჯაკის  სტილის შესაბამისად. და თუ ნაქსოვი ქუდია, კაბაა და თქვენ იცით ქსოვა თავისუფლად მოქსოვთ. მერწმუნეთ არაფერი არ სჯობია იმ სიხარულის შეგრძნებას, როდესაც კითხვას დაგისმევენ ნათესავები, კოლეგები,ახლობლები სად შეიძინეთ? თქვენს შექმნილ შედევრზე. თამამად აღიარებთ და იტყვით რომ ეს ტანსაცმელი  თქვენს მიერ არის მოქსოვილი (შეკერილი,მოქარგული…)
 
დღეისათვის ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებთ საკერავ თუ საქსოვ თარგებს, როგორც დამწყები ახალბედასათვის ისე პროფესიონალი დიზაინერებისათვის.იუთუბზე უამრავზე უამრავი ვიდეო დევს, ე.წ ტუტორიალები, საიდანაც ძალიან იოლად შეიძლება საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმაც ისწავლოს ქსოვა, კერვა, ქარგვა, ცხობა … თუმცა როცა ბევრი ვიდეოა, ძალიან რთულია გარკვევა საიდან დავიწყოთ, ანუ რომელია მათ შორის საუკეთესო. გადავიღებ ვიდეოებს და ნელ-ნელა მარტივიდან რთულზე გადავალთ. პირველი ვიდეო რა თქმა უნდა  ჩხირებზე თვლების ასხმა იქნება,მერე  როგორ გამოვიყვანოთ ძაფიდან  თვლები.არსებობს ძალიან ბევრი თვლების ასხმის მეთოდები და რამდენიმეს განვიხილავ. 

თუ თქვენ არა ხართ დიდი მქსოველი შეგიძლიათ მოქსოვოთ ეს ნაზი,ატმისფერი, ლამაზი, თბილი სვიტერი. ამ საქმის პროფესიონალი და არაპროფესიონალი მას მალევე მოქსოვს. ქეით უინსლეტის ნაქსოვი ნაზი ატმისფერი პულოვერი საკმაოდ ორიგინალური, ლამაზი, მოდური და  საკმაოდ მარტივი ნიმუშია   მოსაქსოვად, თუმცა ძაფები ორჯერ მეტი წავა.  ამ სვიტერზე  გაზაფხულის განწყობაა გათვალისწინებული. სხვათა შორის ეს სვიტერი ღირდა 695$ ზაკაზით. მსურს მოვიქსოვო ჩემთვის ასეთი. მერე რა რომ  2012 წელს მოდაში ითვლებოდა, ეს სვიტერი დღემდე ბევრს მოსწონს.
 
 
 

ქეით უინსლეტი в рекламной кампании St. John ".ნაქსოვი პულოვერი Winter-Spring 2012

თქვენ შეგიძლიათ  ასევე   მოქსოვოთ ლამაზი შარფი  სხვადასხვა ფერის შეხამებით  ან უბრალოდ ქუდი, რომელიც მოქსოვილია სქელი ძაფისგან. ქუდს ორ-სამ დღეში მოქსოვთ.
 
 
 
ან ასეთი ტრუბა-ქუდი,რომელიც დაახლოვებით 25-30 წლის წინ მოდაში იყო  და  ახლა ამ წელს მოდაშია. საკმაოდ ადვილია მოსაქსოვად. 
 
 

აი, ასეთი ჯადოსნური რამ შეუძლია ქსოვას, ქარგვას,  კერვას…და საერთოდ

ხელსაქმეს.

                                                                                                                       დაბრუნება

 

სტატია: სასწავლო კურსი ქსოვა დამწყებთათვის.(შესავალი). | ნანახია: 4469 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]