მთავარი » ქსოვა » ქსოვა დამწყებთათვის » სასწავლო კურსი ქსოვა დამწყებთათვის.(შესავალი).

სასწავლო კურსი ქსოვა დამწყებთათვის.შესავალი.

 

 

შესავალი

ძალიან  ბევრი დამწყები  ქსოვის მოყვარული დასაწყისში უშვებს   შეცდომას,

რადგან ყურადღებას   არ   აქცევsს  და არ კითხულობს შესავალს,(მასალა და

ინსტრუმენტები ხელით  ქსოვისათვის)  ჩქარობენ    მალე  დაიწყონ  ქსოვა.

ბოლოს,იმედგაცრუებულები  რჩებიან,  რადგან  მათი შედეგი   უხარისხო ნა -

მუშევარი გამოდის.იმისათვის,რომ სწორე არჩევანი გავაკეთოთ, აუცილებელია

ვიცოდეთ  ინსტრუმენტის და მასალის  შესახებ,მათი გამოყენება და თვისებები.

სწორად  არჩეული ინსტრუმენტები  დიდად  არის  დამოკიდებული   არა   მხო-

ლოდ  ნაქსოვის ხარისხზე,  არამედ   ნაშევრის შესრულებაზეც.  ინსტრუმენტის  

შერჩევისას   აუცილებელია ყურადღება.  სწორად  არჩეული ინსტრუმენტი   ეს

არის     წარმატების გასაღები ქსოვის სამყაროში. 

ხელით ქსოვა-ეს უძველესი პროფესია,რომელიც დღემდე წარმატებით და დიდი

პოპულარობით სარგებლობს,   დღესაც    განსაკუთრებული   ადგილი   უჭირავს.

ძალიან   აქტუალურია   და   მოდაშია    ნაქსოვი  ნივთები. ქსოვა სასიამოვნო და

საინტერესო,  სასარგებლო   ჰობია.  საკუთარი  ხელით  მოქსოვილი   საჩუქარით

გააკვირვებთ   და   გაახარებთ ბავშვებს,   ოჯახის  წევრებს,   საყვარელ  ადამიანს,

მეგობრებსა თუ ახლობლებს...      

თუ თქვენ მზად ხართ შეუდგეთ ამ სასიამოვნო,  საინტერესო   და  სასარგებლო

საქმიანობას,  მაშინ     უკვე   შეგიძლიათ  დაიწყოთ  ქსოვა.    ჩხირებით  ქსოვის

დროს თქვენ დაგჭირდებათ:  ძაფი   და  ჩხირები. იმისათვის,   რომ  სწრაფად და

მარტივად გადაწყვიტოთ ჩხირებით ქსოვისას საჭირო ინსტრუმენტების შერჩევის

საკითხი საკმარისია შეიძინოთ: 

  1. აკრილის+შალის  ნართი
  2. №3-4 ჩხირი(წყვილი ჩხირი)
  3. ნართი უნდა იყოს თანაბარი,სწორე და საშუალო სისქის.
  4. ნართი უნდა იყოს ღია ფერის,რადგან თვალები ნაკლებად დაიღლება.
  5. თავდაპირველად ქსოვის სასწავლებლად არ გამოიყენოთ ფუმფულა ძაფები.
  6. და ბოლოს! არ გამოიყენოთ ქსოვის სწავლების დროს ძველი ან ნარღვევი ძაფი.

 

დაბრუნება

 


სტატია: სასწავლო კურსი ქსოვა დამწყებთათვის.(შესავალი). | ნანახია: 3087 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]