რა არის ქსოვა?!
რა არის ქსოვა?! - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვიფიქრე ახსნა-განმარტება დამეწერა მკითხველისათვის.
ქსოვა ეს არის პროდუქციის (ქსოვილის) წარმოების პროცესი ერთი ან მეტი ძაფის ,,გაყრით“ გამოყენებით თვლების(ჯაჭვის) გამოყვანა და მათი შეერთება მარტივი ხელის ინსტრუმენტით. (საქსოვი ჩხირები,ყაისნაღი ან სპეციალური საქსოვი მანქანა). ეს თვლები ერთმანეთში იხლართებიან,რაც განსაზღვრული თანამიმდევრობით ქმნიან რიგებს (ჰორიზონტალურად), სვეტებს(ვერტიკალურად) და იქმნება ნაქსოვის ნაყში ანუ სახე.ქსოვის დროს თვლების მიმატება და კლება რიგში ქმნის ნაწარმის ზომას.
თვლები იგულისხმევა-(ჩხირებით ქსოვისას) ; ჯაჭვი -(ყაისნაღით ქსოვისას)
განმარტებითი ლექსიკონის საშუალებით(http://www.ena.ge/explanatory-online),,ქსოვა ნიშნავს ძაფების ერთმანეთში გარკვეული წესით გაყრით გამოყვანა (ქსოვილისა ან რამე ჩასაცმელისა),,
ყაისნაღი - ცალი ძაფით საქსოვი ჩხირი, თავწვრილი და კავიანი (იხმარება საქარგავადაც).
ჩხირი -საქსოვი იარაღი ფოლადის სწორი მავთული ან ხისგან გათლილი წვრილი ჯოხი, წინდისჩხირი.
|