ხელსაქმის ისტორია საქართველოში
ხელსაქმეს საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. როგორც აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევს, ქსოვამქარგველობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდათ. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რთვა-ჩეჩვა, ქსოვა, ქარგვა ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. პატარძალს თავისი ნაქსოვი, ხურჯინ-ჯეჯიმები და წინდები ქმრის ოჯახისთვის საჩუქრად მიჰქონდა.ბუნებრივი მატყლის ძაფისაგან საქართველოში უძველესი დროიდანვე იქსოვებოდა: შალის ქსოვილები, ხალიჩები, ფარდაგები, ყაჯარ-ჯეჯიმები; ქსოვდნენ ასევე აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან. გარდა ამისა, გავრცელებული იყო სელის ძაფისაგან დამზადებული ქსოვილებიც (საინტერესოა ქსენოფონტეს ცნობა იმის შესახებ, რომ ხალიბები იყენებდნენ სელისაგან დაწნულ ჯავშანს). იქსოვებოდა ყდაზე, ყაისნაღით, ჩხირებითა და ასევე სხვა წესებით. ნაქსოვი და შეკერილი სამოსი კი ბოლოს იქარგებოდა. ასევე იქარგებოდა: სამაჯურები, ლეჩაქები, მანდილები, ქუდები, თავსაკრავები, ყაბალახები, ფაფანაკები, პერანგები, თათები, წინდები, პაჭიჭები, საწვივეები, ქისები, სათამბაქოები, ჩანთები, ბალიშები, მუთაქის პირები და ა. შ. რაც შეეხება საეკლესიო ნაქარგობას, მზადდებოდა: კრეტსაბმელები, გარდამოხსნები, დაფარნები, ოლარები, საბუხარები, ომოფორები, სამღვდელო და სამღვდელმთავრო შესამოსლები და სხვა.ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე (ქრისტეს შობამდე 485-422 წწ.) გვაუწყებს, რომ იმდროინდელი კავკასიის მთიელები ბრწყინვალედ ქსოვდნენ, ქარგავდნენ და იქვე დასძენს, რომ ეს ნაქარგობა არ ხუნდებოდა...... მის ცნობებში კოლხური სელის ქსოვილი ეგვიპტურთან არის გათანასწორებული. სახელგანთქმული ისტორიკოსის თქმით, მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად...
ახ. წ. IV საუკუნის პირველი ნახევრის ამბების დასახასიათებლად– ნათქვამი ქართული საისტორიო ტრადიციისა, რომელიც მოგვითხრობს მცხეთაში დიდი საკულტო დღესასწაულის გამართვასთან დაკავშირებით ქალაქის მორთვას ნაირიფერის სამკაულებით: ”შეამკუნეს ყველანი ფოლორცნი თჳთოფერითა სამოსლებითადა ფურცლითა”. მაღალხარისხოვან ქსოვილზე მოთხოვნილება დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთ ტანსაცმელს მხოლოდ წარჩინებულთა წრე თუ შეიძენდა. ადგილობრივი სელისტილოსა და შალის ქსოვილთან ერთად ამ წრის წარმომადგენელთა შესამოსად შემოტანილი შალიცა და აბრეშუმიც ყოფილა გამოყენებული.შუშანიკის ცხოვრებიდან ჩანს, რომ საქართველოში “პალეკარტად” წოდებული ტანისამოსისათვის განკუთვნილი ძვირფასი ქსოვილი, ანტიოქიიდან შემოუტანიათ.
საქართველოში მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე თუთის ენდემური ჯიშები ყოფილა ფართოდ გავრცელებული. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქრთველო დიდი ხნის წინ ყოფილა დაკავშირებული აბრეშუმთან.ლეგენდის თანახმად, აბრეშუმის კულტურა საქართველოში შემოტანილი იყო და დაკავშირებული იყო მე-5 საუკუნის საქართველოს მეფესთან-ვახტანგ გორგასალთან....
XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო საქართველოს დედაქალაქის აღწერისას აღნიშნავს: „თბილისში ბევრია აბრეშუმი. აქ ამზადებენ აბრეშუმისა და ოქროს ქსოვილებს.ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ!“...
ცნობილია, რომ წმინდა მეფე თამარი მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარგიდან გასცემდა და არა სამეფო ხაზინიდან…..თამარ მეფე თავად ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშაკევს გლახაკებს უნაწილებდა. ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დაღლილ თამარს ჩათვლიმა და ჩვენება იხილა.......გამოღვიძებულმა თამარმა საკუთარი ხელით დაიწყორთვა და ქსოვა და თორმეტი მღვდელი შემოსა.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, რომლის დიდი ნაწილი ადამიანის ხელით იყო დართული.თეორიულად, ტანსაცმლის დამზადების გარდა, მათ შეეძლოთ კალათები და თოკებიც დაეწნათ.კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება.[3 ]
საინგილოში წინდების ქსოვის ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქსოვა საინგილოს საოჯახო ყოფის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი იყო. აქ ოდითგან იქსოვებოდა ჯეჯიმები, ხურჯინები, აბგები [პატარა ხურჯინები], წინდები, ქალამანისა და ტანისამოსის სხვადასხვა შესაწყობ-შესაკრავები. ქართულ ოჯახში ყველა ქალისათვის სავალდებულო იყო ქსოვის ცოდნა. ტრადიციულად, საპატარძლოს ოჯახს, საქმროს ოჯახიდან უგზავნიდენ ქსოვისათვის საჭირო მასალას და გოგონა, რომელიც იმ მომენტი სათვის თერთმეტი-თორმეტი წლის ბავშვი იყო, ვალდებული იყო მოექსოვა 8-10 ჯეჯიმი, 6-8 აბგა-ხურჯინი, წინდები საქმროს ოჯახის ყველა წევრისათვის, მამაკაცებისათვის წინდებთან ერთად ქალამნის ბაღები [ერთგვარი შესაკრავი საბელი], ქალებისათვის ახალუხის ტოლაღები და ა. შ. დანიშნული გოგონას გათხოვება, მხოლოდ ამ სავალდებულო სამუშაოს დასრულების შემდეგ იყო შესაძლებელი. ამ ყველაფერს ორი-სმი წელიწადი სჭირდებოდა [გარდა მზითის გამზადებისა, ამ ტრადიციით, გასათხოვებლი ქალიშვილის ბიოლოგიური მზადყოფნაც დასტურდებოდა].სწორედ ამ საინტერესო ტრადიციამ განაპირობა ის, რომ XX საუკუნისსამოციან წლებამდე აბსოლუტურად ყველა ქალმა [დიდმა თუ პატარამ] იცოდა წინდების ქსოვა.
კახი. ჯეჯიმის ფრაგმენტი, ომარ ოთარაშვილის ოჯახიდან
ჯეჯიმები („ჟიჟმები”), არამარტო აღარ იქსოვება, არამედ თვით ნიმუშებიც კი სრულიად დაიკარგა და დღეს თითო-ოროლა თუ შეიძლება მოიძებნოს.წინდები მართლაც უნიკალურია..... წინდების უმეტესობაში სხვა და სხვა ვარიაციით ჯვრის სახეებია გამოყენებული. წინდებსა თუ ჯეჯიმებში ქრისტიანული ორნამენტების ჩაწვნით ქრისტიანობას აღიარებდნენ და ამას ჩაქსოვილი ჯვრებით ადასტურებდნენ .
ფარდაგების ქსოვა მთელს საქართველოში იყო გავრცელებული, მაგრამ ხელსაქმითგამორჩეული ადგილი ეკავათ იმ კუთხეების მოსახლეობას, სადაც მატყლი უხვად მოიპოვებოდა. ამ მხრივ გამორჩეული კუთხეა თუშეთი. თუშთაყოფაში უმთავრესი ადგილი მატყლს ეკავა,რომელიც მთელს ამიერკავკასიაში იყო ცნობილი და გამოირჩეოდა სირბილით, ელასტიურობით,ბზინვარების, ღებისადმი მდგრადობით. ცხვრისაგან მიღებული მატყლის დამუშავებით და მისგან საშინაო მეურნეობისათვის საჭირო ქსოვილების მიღება და წარმოება თუში ქალის ერთ ძირითად საქმიანობას შეადგენდა ძველად. თუშეთში ფართოდ იყო გავრცელებული შალის ქსოვა საქსოვი ჩხირებით. იქსოვებოდა მრავალფეროვანი ორნამენტებით შემკობილი ჩითები და წინდები,ტანსაცმელი, ხურჯინები, ყაჯრები, და სხვა. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია და მრავალმხრივი გამოყენება აქვს ფლასებს, მუყაოს საგორავებს, რომლებიც სპეციალურ საქსოვ დაზგებზე "აკაზმაზე", იქსოვებოდა. ძველად ფარდაგებს „ფლასები“ და „საგორავები“ ერქვა, ფაქტიურად ეს ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ ზომაშია. „ფლასი“ არის მოკლე და შედარებით განიერი, საგორავი კი ვიწრო და გრძელი. თუშ ქალებს თავისი შემოქმედებითი ფანტაზია ამ ფლასების მოქსოვაში ჩაუქსო
საქართველოში უხსოვარი დროიდან არსებობდა თექის, ანუ მოთელილი მატყლის ტრადიცია.თექის ყველაზე გავრცელებული ნიმუშებია - ნაბადი და ქეჩა.ქეჩები ითელებოდა მატყლისაგან. თუშური თექა გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტით. თექისგან დამზადებული სამოსი ძალიან თბილი და ლამაზია,სამკურნალო თვისებებიც აქვს,მაგალითად: ამ მასალით დამზადებული ქუდი წნევას არეგულირებს. თექის დამზადება შრომატევადი და რთული სამუშაოა,თუმცა როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ სასიამოვნო და სახალისოცაა. თექას თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში ამზადებდნენ. თუშეთში ქალები დახელოვნებული არიან ქსოვასა და ნაბდის და თექის თელვაში.
საუკუნეების განმავლობაში თუშეთში თითქმის ყველა ოჯახში ქსოვდნენ. ქალიშვილს ისე ვერავინ გაათხოვებდა, თუ მან ქსოვა არ იცოდა და მომავალი ოჯახის წევრებისთვის ე.წ. ფეხთწინდას არ მოქსოვდა. ახლა იშვიათად თუ მიჰყვება ვინმე მამაპაპისეულ ტრადიციას.თუშეთში ტრადიცია იყო ასეთი, რომ, როცა გოგოს დასანიშნად მივიდოდნენ, იმ ქალს მომავალი ქმრის თითოეული ნათესავისთვის უნდა ჰქონოდა თავისი ხელით მოქსოვილი წინდა, ხელთათმანი თუ სხვა რამ. ყველა ოჯახში, სადაც გასათხოვარი გოგო იყო, წინასწარ ამზადებდნენ სხვადასხვა ნაქსოვებს და ამას ფეხთწინდას ეძახდნენ. შეიძლება სხვაც დახმარებოდა, მაგრამ მას ამ ყველაფრის მოქსოვა უნდა სცოდნოდა. ეს ყველაფერი ნიშნობის დღისთვის სკივრებში ჰქონდათ ჩალაგებული. სადედამთილო–სამამამთილოსთვის, სამაზლო–სამულეებისთვის და მათი დეიდაშვილ–ბიძაშვილებისთვის უნდა ეჩუქებინა. რამდენიც მოვიდოდა, იმდენისთვის უნდა ჰქონოდათ. სამამამთილოსთვის აუცილებელი იყო ხურჯინის მოქსოვა, სადედამთილოსთვის – თავსაფრის. მერე ირჩეოდა, ვინ როგორი და რამდენი წინდა თუ სხვა რაიმე ნაქსოვი გასცა. იტყოდნენ ხოლმე, ისეთი ყოჩაღი ქალია, ამდენი წინდა ჰქონდა მოქსოვილიო. ბევრი რამ მაქვს ჩემი დედამთილის და დედამთილის დედამთილის მოქსოვილი, რომლებიც შესანიშნავი მქსოველები იყვნენ. მთაში ცხვარი ყველას ჰყავდა.ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია ფარდაგის ქსოვა.ქსოვა წარმოებდა სპეციალურ დაზგაზე,რომელზეც ჯერ ქსელს ჭიმავდნენ,შემდეგ მის ძაფებს თითოს გამოტოვებით ერთი ხელით ამოკრეფდნენ და დარჩენილ ძაფებს შორის ნართს გაატარებდნენ. ნაქსოვს ხშირ-ხშირად ტკეპნიდნენ ბეჭით,მჭიდრო რომ ყოფილიყო. როცა ბევრი რამის მოქსოვა უნდოდათ, დაუძახებდნენ მეზობლებს, ნათესავებს და ძაფს დაართავდნენ. შეიკრიბებოდნენ ქალები, სადაც ყველა თავისი საჩეჩელით მიდიოდა. ბოლოს პურმარილი იმართებოდა, სადაც კაცებს არ ეპატიჟებოდნენ. ზოგი იქ გასათხოვარი ქალის სანახავად მიდიოდა. თუშეთში ქსოვა გასათხოვარ ქალებთან კიდევ ერთი რამით იყო დაკავშირებული. როცა გასათხოვარი გოგო ფარდაგს ქსოვდა, იმხელას აბაკუნებდა ე.წ. საბეჭს, გამვლელ ვაჟკაცს გაეგონა, რომ იქ ვიღაც ქსოვდა, ესე იგი იმ სახლში გასათხოვარი ქალი იყო. მთაში ყარაულობდნენ ფარდაგის მოქსოვის დასასრულის მოახლოებას, რომ ქალისთვის საბეჭი მოეპარათ და მანამ არ უბრუნებდნენ, სანამ ხაჭაპურებს არ გამოაცხობდა. ასე ვთქვათ, უნდა "ეკისრა" პურმარილი. ადრე აუცილებელი იყო გეომეტრიული ფიგურები. მერე შემოვიდა ყვავილები, ლომები, ვეფხვები, ირმები და ა.შ. ამით ფარდაგები უფრო გაფერადდა.თუ ადრე ბუნებრივ საღებავებს ხმარობდნენ. თუშეთში ქიმიურმა ახლა ღებვის პროცესის სიიოლის გამო, მაინც ქიმიურ საღებავებს აიჭებენ უპირატესობას.უფრო ხშირად ღებავენ საწინდე ბაწრებს.
ადამიანი მუდამ მიისწრაფვოდა შრომის გაადვილებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისაკენ. ამ სწრაფვაში მან გამოამჟღავნა არაჩვეულებრივი უნარები. მისი ერთერთი მნიშვნელოვანი გამოგონება იყო ბორბალი, რომელიც შემდგომ სხვა ტექნიკურ სიახლეებს დაედო საფუძვლად.ბორბალმა საზოგადოების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთერთი მოსაზრების მიხედვით, ბორბალი ადამიანმა დაამზადა კვირისტავის მიხედვით, ეს არის თითისტარზე სიმძიმისათვის ბრუნვის გასაადვილებლად წამოცმული რგოლი. მისი ერთერთი მოდელია „ჯარა“, რომელიც მთლიანად ხისაგან მზადდებოდა ფშავში. მისი შემადგენელი ნაწილებია : ფრთები, რვალები, ჯარის ტანი, ჯარის ფრთები, დვალი, ხელი.ჯარა, საქსოვი დაზგა, თითისტარი და სხვა ტრადიციული საფეიქრო მოწყობილობანი ხისაგან მზადდებოდა. საქსოვი დაზგები მეტწილად იფნის ხისაგან ამზადებდნენ.ეს მოწყობილობა ასრულებს შემდეგ ფუნქციას , ძაფი ეხვევა ნელნელა ტარზე და სრულად დახვევის შემდეგ იძახება. ჯარა ერთ–ერთი უძველესი ნაკეთობაა ფშავ–ხევსურეთში.
ფშავში, ძველად ყველა ოჯახში ჰქონდათ საქსოვი დაზგა, რომელიც სახლის დერეფანში ან ბოსელ– საბძელში იყო გამართული.ქსოვის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: მქსოველი ქალი მიუჯდება საქსოვ დაზგას , ანუ ყდას, ირებს ხელში ცხემლას , რომელზეც საზედაო ძაფია დახვეული და ამას თხორში ატარებს; ცხემლას თან მიჰყვება კუდი, რათა ბეჭვნის დროს ძაფი არ გაწყდეს, შემდეგ იღებს ბეჭს და ორივე ხელით ბეჭნის თხორზე საზედაოს. ეს იმიტომ, რომ ძაფი ძაფზე მივიდეს და ქსოვილი განმტკიცდეს. ქსოვის პროცესში თხორს ასწორებდნენ „სახეხავითა“ და გარა –საყვანელათი, გარას ასწევ დასწევენ. ერთ ყდაზე იქსოვებოდა თხუთმეტამდე შალი (ტოლი). კარგი მქსოველი ქალი დღეში ერთ მეტრ ტოლს მოქსოვდა.ფშავში ქსოვდნენ ხალიჩა –ფარდაგებს. მათ ამზადებდნენ მსხვილი ძაფისაგან, რომელსაც ფერებში ღებავდნენ. ფერებში ფრო სჭარბობდა ყავისფერი, შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოსფერი და თეთრი.
ძველი ფშაური ნაქსოვები მტკიცე იყო და მორთული იყო რთული გეომეტრიული ფიგურებით. ახალ ფარდაგებზე კი ხშირად გვხვდება მცენარის გამოსახულებანი.ხალიჩების წარმოება რთული და შრომატევადი პროცესია.მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის, თუმცა ისევე, როგორც ათასწლეულების წინ, დღესაც იქსოვება ხელით,პრიმიტიულ დაზგაზე. ძველად , ხალიჩის ქსოვის ცოდნა, ქალის საოჯახო განათლების ნაწილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თუმცა დღეს ამ ხელობას ცოტა მიმდევარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ხალიჩები ფაბრიკულად იწარმოება, ხელით ნაქსოვს თავისი ხიბლი და განსხვავებული ღირებულება აქვს. ფშავში წარმოებული შალი სახელგანთქმული იყო. მას ტოლს უწოდებდნენ. სატოლე მატყლს არჩევდნენ ხარისხისა და ფერის მიხედვით. შემდეგ მას რეცხავდნენ და აშრობდნენ. როცა სუფთა მატყლი საჩეჩელზე პირველად გაიჩეჩებოდა , მას „ფოლს“ უწოდებდნენ. მეორედ გაჩეჩვის შემდეგ ის „ფარტენად“ იქცეოდა.თუ ჭროღა ტოლი იქსოვებოდა, მაშინ შავსა და თეთრ მატყლს ერთმანეთში გადაურევდნენ. ფარტენას ტარზე ართავდნენ.ტარი ტრიალებდა საგრეხელში . ძაფდართულ ტარებს ჯარაზე გრეხდნენ და თხორად ახვევდნენ. ფერადი ტოლისათვის ამ თხორებს ხიფებად ამოახვევდნენდა ღებავდნენ.
ფშაველი ქალებიც მატყლისაგან ამზადებენ ოჯახისათვის საჭირო ქსოვილებს.ხელსაქმეში პირველი ადგილი ეჭირა შალის ქსოვას, რომელიც საერთოდ ყველა დედაკაცს უნდა სცოდნოდა, შემდეგ წინდების ქსოვა, ხელთათმანისა და სხვა. ფშავში გავრცელებულია ხურჯინის ქსოვა და კერვა. ფშაური ხურჯინი იქსოვება ხვეულად და არა ნაჭვრეტად. მისი ნაჭრელი და ფერადობა ფარდაგებისაგან არ განსხვავდება. ძველი ხურჯინები ნაჭრელია გეომეტრიული და ჯვარ–კავა ფიგურებით, ახალი კი მცენერეთა სახეებით.ფშაველი ქალები ხელსაქმეში დახელოვნებული არიან. აქ ყველანი ხელში ტარ–ფარტენითა და წინდა–ჩხირებით დადიან და მუშაობენ. ქსოვენ უმთავრესად: ტოლს (შალს), ფარდაგს და წინდებს. ფარდაგს ფშავლები ხალიჩას უწოდებენ (საქართველოში უძველეს პერიოდიდანვე არსებობდა ხალიჩების დართვის ტრადიცია, საკმაოდ კარგად იყო განვითარებული მეცხვარეობა, რადგანაც მათი მატყლი გამოიყენებოდა ხალიჩების, ტანსაცმელებისა და სხვა ყოველდღიური მოხამრების საგნების დართვაში. სწორედ ამ ნამუშევრების ორნამენტებში კარგად ჩანდა კავკასიელი ხალხის ისტორია, რელიგია და უძველესი ტრადიციები)და ამზადებენ მსხვილ „საქსლე ბაწარი“–საგან, რომელსაც ფერებში ღებავენ და ამ ფერად ბაწრით იქსოვება ჭრელი ფშაური ფარდაგი. ძველ ფშაურ ფარდაგებს ნაქსოვის სიმტკიცესთან ერთად ახასიათებსნაჭრელის რთული გეომეტრიული ფიგურები, ჯვარ–კვერკვერა და კავიანი არშიები. ახლ ფარდაგებზე ამ გეომეტრიულ ფიგურებს ცვლიან ფოთლოვანი და ბოჯოჯღა –ტოტიანი მცენარის სახეები.წინანდელ ფშაურ ფარდაგებს ნაქსოვის სიმტკიცესთან ერთად ახასითებს ნაჭრელის რთული გეომეტრიულფიგურები, ჯვარკვერა და კავიანი არშიები. ახალ ფარდაგებზე კი ამ გეომეტრიულ ფიგულარობას ცვლიან ფოთლოვან–ბოჯოჯრატოტიანი მცენარის ხეები. მათი ფერდობაც შედარებით უხამოა, ნაქსოვი დაბალია და მოუხეშავი.
საფუხარი(ხელთათმანი)
ფშაველი ქალის თქმით, გზას ის წინდის ქსოვით იმოკლებს.ფშაველი ქალის თქმით, გზას ის წინდის ქსოვით იმოკლებს და მგზავრობისა თუ დასვენების დროს მას მკლავზე საწინდე კალთა (პარკი) ჰკიდია და გამალებით ქსოვს. წინდას ჩხირებით ქსოვენ და ფერად „ საწინდე ბაწრით“ აჭრელებენ. (სულერთია, რა მიზნითაც არ უნდა წასულიყო, სასეირნოდ თუ სამგზავროდ, სიარულის დროს მაინც ქსოვდა; გულში დარდი ჰქონდა – ქსოვდა, მხიარული იყო – ისევ ქსოვდა; გაბნეულ საქონელს ეძებდა – ისევ ყაისნაღებს, წინდის ჩხირებს ათამაშებდა, საუბარში იყო – შალის მურგვს ახვევდა; ბოსელში იყო – მაქვა–ცხემლას გააცურებდა , სახეხს გაუსვამ – გამოუსვამდა და ზედ ბეჭს ურტყამდა).წინდა იქსოვება საკაცო და საქალო. საკაცო წინდა ყელდაბალია და დაშიბული , საქალო კი ყელმაღალი და უშიბო. წინდის ნაჭრელი ცვალებადია. წინანდელი წინდები დაშიბულია რთული გეომეტრიული ფიგურებით და ჯვარ–კავებით. მათიქსოვისა და ნაშიბ–ნაჭრელის ტექნიკა უფრო რთულია.რაც შეეხება წინდა–საფუხრის ქსოვას, ეს უფრო იოლი საქმეა და აქ თითქმია ყველანი ქსოვენ, დაწყებული ექვსი წლიდან– ღრმა მოხუცებამდის. საფუხარი (ხელთათმანი) იქსოვება და იშიბება წინდასავით. საფუხარს ზურგი აქვს ნაჭრელი გეომეტრიული და მცენარის სახეებით.ფშაური წინდა–საფუხარი თავისი სილამაზით მთაში ნაქებია და ფშავლები თავიანთი წინდის გარდა სხვას არ ჩაიცვამენ. ფშავში წინდა კარგი საჩუქარია, ქორწილში პატარძლებს წინდები ბოხჩებით მიაქვთ და მაყრებს ასაჩუქრებენ.
ხევსურეთში ქსოვენ წინდებსა და თათებს.წინდას ჩხირებით ქსოვენ.წინდა იციან სადა და ყელიანი.თათი ყელიანი ფეხსაცმელია.ის ჯერ იქსოვება და შემდეგ ფერადი სახეებით იშიბება.დაშიბული თათი ირეცხება,მას საფართზე წამოაცმევენ და აშრობენ.თათს ტყავის ძირს გამოაკრავენ და ისე იცვამენ.ეს ამოკერებული თათი თბილია და ხევსურის ჩვეულებრივი ფეხსაცმელია.თათს აჭრელებენ ფერადი გეომეტრიული სახეებით და ჯვრებით,იგი აგრეთვე შემკულია ფერადი მძივებით და ღილებით.ხევსურეთში გავრცელებულია მუშის (საბელის) გრეხა. მუშს ამზადებენ ცაცხვის ქერქისაგან,რომელსაც ჯერ წყალში ალბობენ, შემდეგ დახსნიან და გრეხენ საბლის საბრუნებელი ჯოხით. საბელს აგრეთვე კანაფისა და თხის ბეწვისაგან ამზადებენ.
გუდამაყრელი ქალები ექვსი წლის ასაკიდან ღრმა მოხუცევულობამდის ქსოვენ წინდას, აქ მისი ქსოვა იოლ საქმედ ითვლება. წინდის მოქსოვის ორი სახე არსებობს: ქალებისათვის და კაცებისთვის. მამაკაცის წინდები ყელდაბალია. ქალის წინდები ყელმაღალი და შიბიანი. წინდებს შიბავენ რთული გეომეტრიული ფიგურებით.წინდის მოსაქსოვად ხუთი ჩხირია საჭირო, წინდა იქსოვება მრგვლად, ქსოვა იწყება ფეხის თითებიდან. ქსოვა გრძელდება მატებით, სანამ ტერფის სიგანეს არ მიიღებენ. ამის შემდეგ ქსოვენ ქუსლს. ქუსლის მოქსოვის შემდეგ გრძელდება ქსოვა წრიულად,შემდეგ გადადიან რეზინის ქსოვაზე,ბოლოს პირს გადაუყრიან და დაასრულებენ წინდის ქსოვას.გუდამაყარში ფარდაგები ძირითადად იქსოვებოდა მატყლით.ისინი მაგალხაოიანი და სიმჭიდროვის მქონე იყო.ორნამენები გეომეტრიული იყო.ფარდაგი ძვირფასი ნივთი იყო და მდიდრულ მზიდვად ითვლებოდა ქალისათვის.
ხოკერი და საჩეჩელი
ძველად ქალებს ჰქონდათ ეგრეთწოდებული ,,ხის ქერქის ჭურჭელი"- ,,ხოკერ(ი)–სვეს მცენარისგან დაწნული მრგვალი, დაახლოებით 25–30 სმ. დაიმეტრის, საქსოვი მასალის შესანახი ყუთია (დიდი ზომის და თავსახურებიანებიც არსებობდა).
ხოკერ-ი (ხოკრისა).კასრის მაგვარი პატარა ჭურჭელი ხის ქერქისა. ხის ქერქისაგან მოქსოვილი პარკი .ხმარობენ რძის საწურად, რისამე გადასატანად და სხვ. (http://www.ena.ge/explanatory-online)
საჩეჩელი
საჩეჩელი ლითონის კბილებიანი იარაღია,რომლითაც ჩეჩავენ მატყლს.
თითისტარი
თითისტარი თავსა და ბოლოში წვრილი ჩხირია, ქვემოთ ანუ ბოლო ნაწილში ნაწილში გამსხვილებულია, ბოლოზე კვირისტავია-წამოცმული, რომლითაც ძაფს ართავენ.
1960-იან წლებში ქსოვა,ქარგვა ქალების უმეტესმა ნაწილმა იცოდა და დღემდე არის მოსახლეობაში შემონახული დაროშკები,რომელსაც ოჯახში იყენებდნენ ბალიშების,მუთაქების,საწოლის,ტახტის გადასაფარებლად თუ გასაფორმებლად.იყო აბაჟურებიც.
საკერავი მანქანის დაროშკა
ჩემი აზრით დღევანდელობაში ქალმა ხელსაქმე უნდა იცოდეს. ქსოვა დღესდღეობით თანამედროვე სახის ხელსაქმეა, სასიამოვნო და საინტერესო ჰობი.ქარგვა-ტანსაცმელს უფრო მრავალფეროვნობას შემატებს,მითუმეტებს ბისერებით რომ გაფორმდება.
ინფორმაცია შემდეგი საიტებიდანაა აღებული:
http://lemill.net/search?q=ხალხური+რეწვა&b_start=30
|