მთავარი » ქსოვა » ქსოვა დამწყებთათვის » ნართის შესახებ

როგორ შევარჩიოთ ნართი ქსოვისთვის

 

  

ძაფზეა დამოკიდებული ესა თუ  ის ნაქსოვი რამდენად ხარისხიანი, ლამაზი, გამძლე და თბილი იქნება. განსაკუთრებით პატარებისათვის საქსოვი ნართი ნატურალური უნდა იყოს. სჯობს მოიქსოვოს ბუნებრივი ნედლეულიდან და გამოიყენოთ: ბამბა, სელი, აბრეშუმი,ბამბუკი. ასევე შეიძლება გამოიყენოთ ანგორა, მერინოსი, ალპაკი.სინთეტიკის ანალოგი-ხარისხიანი აკრილი. ამ ნართის სახეობებით ნაქსოვი უსაფრთხოა ბავშვებისათვის და საშუალებას იძლევა მოიქსოვს ხარისხიანი და თბილი სამოსი. მართალია შალის ნართი  ნატურალურია და შესაძლოა ალერგიის მიზეზად იქცეს,ამიტომ ეცადეთ წმინდა შალის ნართი იშვიათად გამოიყენოთ, ხოლო ამ ნართისგან მოქსოვილი ჯემპრი, ჟაკეტი, სვიტერი, წინდები პატარას ზემოდან ჩააცვით. მოქსოვეთ  ის ნივთები რომლებიც ბავშვის კანს არ ეხება. თუ გსურთ ახალშობილისთვის კოფთის მოქსოვა როგორც არ უნდა გხიბლავდეთ მაგალითად ანგორის ან  მოხერის ძაფი, არ გირჩევთ მის გამოყენებას, რადგან შესაძლოა ძაფის პაწია ბუსუსები პირში ან ცხვირში შეუვიდეს. ის ნივთები რომლებიც  ახალშობილს უშუალოდ ეხება, სჯობს ბამბის ძაფისაგან მოიქსოვოს. ასევე   სათამაშოების მოსაქსოვად ანგორის ნართი არ გამოდგება. მოქსოვილი სათამაშოები სინტეპონით გატენეთ, რადგან რეცხვის დროს მალე შრება (ვიდრე ბამბა) და ინარჩუნებს ფორმას. ეცადეთ ნივთები, რომელიც  პატარას ხელში ხვდება არ იყოს ბუსუსებიანი, ბეწვიანი, არ ჰქონდეს პატარა დეტალები, შეიძლება მოწყდეს. ფაჩუჩებს ეცადეთ პომპონები კარგად დაუმაგროთ, რომ ძაფი არ მოსწყდეს.ჩემი აზრით ნართი რაც ,,ნატურალურია" მით უკეთესი.ნართის შემცველობაში თუ შედის ლიკრა,პოლიმიადი და საერთოდ, სინთეტიკას  არ გირჩევთ ყიდვას და მოქსოვას ჩვილისათვის.

Baby Wool Batik

 

 მაგ:ნართი Baby Wool Batikი-ის   შემადგენლობაში შედის: 40% შალი,20% ბამბუ-  კი და 40 %   აკრილი.   Alize-ს    მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი. რბილი, თბილი    ნართია,  არ იკბინება. კარგად ირეცხება ხელით. გარეცხვისას   წყლის ტემპერატუ-  რა არ უნდა აღემატებოდეს  30 გრადუსზე მეტს.

 

BAMBOO FINE 100% ბამბუკი,440 მეტრი,100 გრამი

ამ ნართის მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია.Alize არის სხვადასხვაფერი, საზაფუ- ლო ნაართია. რეცხვის დროს წყლის ტემპერატურა არ უნდა აღმატებოდეს 30 გრადუსს. გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით. ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს პირდაპირ მისწრებაა ასეთი ნართით მოქსოვილი სამოსი ჩაიცვას, ძალიან კომფორტული, რბილი და ნაზია. განკუთვნილია როგორც ბავშვის სამოსის მო- საქსოვად ასევე დიდებისთვისაც. ნაქსოვის უარყოფითი თვისება ნართის წელვა- დობაა, როგორც სიგრძეზე ასევე სიგანეზეც,ამიტომ წინასწარ უნდა განსაზღვროთ რომ პატარა ზომის მოქსოვოთ. მაღაზიაში (სადაც იყიდება საქსოვი ძაფები და სხვა...) გამყიდველის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ ხარისხიანი ნართი. ვიდრე ქსოვას დაიწყებდეთ და მოიმარჯვებთ საქსოვ ძაფს და ჩხირებს ან ყაინაღს, საჭიროა წინასწარ შეარჩიოთ ძაფები, რომ არჩეული ნართის შესახებ გვქონდეს ზოგადი წარმოდგენა.

რომ განისაზღვროს ძაფის ტიპი:ბუნებრივი ძაფი იწვება ნელა,იგრძნობა ფისის სუნი.ძაფის ბოლოს წარმოქმნილი ბურთი ადვილად იშლება თითების შეხების დროს.ასევე იწვის აბრეშუმი. სინთეზური ბოჭკოვანი ნართი წვის შედეგად წარმოქმნის მყარ ბურთს,რომლის დაშლაც თითების შეხებისას ძნელია. ბამბის, სელის,ვისკოზის ნართი ცეცხლი წვავს სწრაფად და გადაიქცევა ღია ფერის ნაცრად. გამოყოფს დამწვარი ქაღალდის სუნს. ნართის არჩევის დროს გადამწყვეტ როლს ასრულებს ქსოვის სახე ანუ როგორც ხშირად ვამბობთ უზორი (რუსული). თუ ნართი და ნაყში არ ეწყობა ერთმანეთს ნაქსოვი ულამაზო გამოვა. ამიტომ ქსოვის დაწყების წინ მოფიქრებული მოდელისათვის მოქსოვეთ პატარა ნიმუში, რომ ზუსტად ემთხვეოდეს უზორს და ამით გაარკვევთ ესა თუ ის ნართი ემთხვევა თუ არა თქვენს ჩაფიქრებულ მოდელს.  

 

 

ნართს ქიმიური  შემადგენლობის გარდა ასხვავებენ ტექსტურით და სისქით.   საქსოვი მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვა: შალი, ბამბა, აბრეშუმი, ვისკოზი, ხელოვნური და შერეული ნართი. ყველაზე გავრცელებული ნართის სახეობა მზაადდება ბუნებრივი ან სინთეზური ბოჭკოსაგან. (ბოჭკო მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმის ძაფისებრი შემადგენელი ნაწილია.) ძველი ქართველი ტომები არა მარტო სელის და ბამბის არამედ მატყლისა და აბრეშუმის ბოჭკოების დამუშავებითაც ყოფილან სახელგანთქმულნი.

ნატურალური ბოჭკო არსებობს ცხოველური, მცენარეული წარმოშობის და მინერალური წარმოშობის და რა თქმა უნდა კარგია მოსაქსოვად. მათ გააჩნიათ ანტიალერგიული,სოკოვანის საწინააღმდეგო ,ჰაერგამტარობა და ტემპერატურის კონტროლის თვისებები. ტანსაცმელი რბილი, კომფორტული და სასიამოვნოა. ცხოველურ ბოჭკოს წარმოადგენს: მატყლი, ანგორა, ალპაკა, ქაშმირი და სხვა. მცენარეულ ბოჭკოს კი წარმოადგენს ბამბა,სელი,რამი,კანაფი და სხვა. სინთეზური ბოჭკოს წარმოადგენს ვისკოზური ნართი.

ვისკოზა(ლათ.) ბლანტი მასა ანუ ნივთიერება, რომელსაც იღებენ ცელულოზისაგან და მეორადი ქსოვილების გადამუშავების შედეგად. მისგან მზადდება ხელოვნური აბრეშუმი, ხელოვნური ტყავი და სხვა). პოლიესტერი, აკრილი, ნეილონი,პანდექსი, პოლიამიდი, ლიკრა და სხვები. სინთეტიკის უარყოფითი მხარეა: ცუდად ატარებს ჰაერს. მაგ: პოლიმიადის ბოჭკო ძალიან ელექტროფიცირებულია და არ აღიქვამს ტენიანობას. სასურვე ლია ნართის ყიდვის დროს მისი ბოჭკოების პროდუქტის 10%-ზე ნაკლები უნდა იყოს. დიდი პოპულარულობით სარგებლობს ნართი მაგ: ნეილონი-მოხერთან.

ნართი არსებობს სწორი,ერთნაირი სისქის, ბუკლენარევი, წვრილი და სხვადასხვა ფერის.შეიძლება შალის ძაფი შეერთდეს დაშლილ ნაქსოვ ძაფთან და ასეთი შედეგით მიღებულს ეძახიან ,,მელანჟის,, ძაფს. (მელანჟი-სხვადასხვა ფერის ნარევი ნართია).სვიტერისათვის ეს ნართი შესაფერისია მოსაქსოვად. შეიძლება სხვადასხვაფერის, სხვადასხვა სისქის ძაფი ავახვიოთ ერთად და მოიქსოვოს თბილი ხელთათმანები, ნასკი,პულოვერი. ამ სახის ნართს დიდი ხანი არ სჭირდება უზორის მოფიქრება.უხდება სადა, ჩვეულებრივი ნაქსოვი.


 

  

ქალის ხელთათმანი მოქსოვილია მელანჟის ძაფით შემოდგომა-ზამთარის  სეზონისთვის.ამ ნართის შემადგენლობაა:30% შალი,70% აკრილი.მშვენიერი ფერთა  შეხამებაა. 

პატარებს შეგიძლიათ მოუქსოვოთ წინდები,ფაჩუჩები.

  ხანდახან ხდება რომ ვყიდულობთ ლამაზი ფერს ძაფს და არ ვაქცევთ ყურადღებას  ძაფის ხარისხს,როგრც ზემოთ ავღნიშნეთ ძაფის ხარისხზე დამოკიდებულია ნაქსო-  ვი.ასევე ექცევა ყურადღება ძაფის ძაფის წონას, სიგრძეს  და სისქესაც.   სხვადასხვა  შემადგენლობის შენარევების ძაფი ერთნაირი   წონის შეიძლება  იყოს   სხვადასხვა  სისქის და სიგრძის.   სქელი  სისქის ნართი არის მაგალითად: წონა 100 გრ, სიგრძე  180  მეტრი, სხვა   ძაფი რომლის    მეტრა   240,    წონა 100 გრამია,  სისქე-თხელია.  სანამ იყიდით ნართს, წაიკითხეთ ინსტრუქცია იარლიყზე  რომ  წერია.  მაღაზიაში  უნდა იყოს  იმ  ნართითვე    მოქსოვილი პატარა ნიმუში, რომ  დამწყებ  მქსოველს    ადვილად შეეძლოს ძაფის არჩევა. თუ დამწყები მქსოველი  ხართ ჯობს ინტერნეტ -  ში  მოიძიოთ პოფესიონალის რჩევა როგორ შეარჩიოთ ნართი ქსოვისათვის. (თუ  ჩემი სტატია დაგეხმარებათ ამას რა სჯობს.მოხარული ვიქნები) ნართის შერჩევისას  სასურველია ვიცოდეთ ძაფის ეტიკეტზე მიკრობილი იარლიყზე არსებული  მონა -  ცემების წაკითხვა. 

 ნართის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ასევე თუ   რამდენი   დაიხარჯება  ძაფი   ეს     გათვალისწინებულია   თუ ვისთვის,   რომელი  სეზონისთვის  ქსოვთ,  მოდელზე, რას   ქსოვთ   და   სხვა. დამოკიდებულია  ასევე  ზომაზე, ფორმაზე და  სხვა,რომ ზოგადად  დადგინდეს საერთო ჯამში ძაფების ხარჯები.  თუ   აღმოჩნდა  რომ   ნაყიდი   ძაფი   არასწორი  სისქის   არის   ან   სქელდება  ან წვრილდება, ვერ  მოიქსოვება ვერც აჟურული და ვერც ჩვეულებრივი ნაყშით, რაც არ უნდა  ეცადოთ  ნამუშევარი გამოვა არაკოპწია. ასეთ შემთხვევაში ამ ნართს დაუმატეთ  იგივე   ფე -  რის  ან  მიმგვანებული ფერის ნართი. ასეთი ნართით  უფრო შესაფერისია რელიე-  ფური ნაყში. თუ აღმოჩნდა ნაყიდი ძაფი მეტად სქელია და ეს ძაფი  მატყლის    ან  აბრეშუმის არის, შესდგება 4-ან 6-ნაწილად  შეგიძლიათ    ეს     ძაფები  გაანცალკე-  ვოთ  2 ან 3 ნაწილად. ბამბის ძაფი საერთოდ  არ იყოფა. 

 უნდა ნახოთ ნართი რამდე ნად მტკიცეა.   მაგალითად  თუ ოდნავ  იჭიმება  ძაფი  ხელში ზამბარასავით და სწრაფად  მალევე დაუბრუნდება თავის საწყის   მდგომა-  რეობას    ეს   არის მტკიცე   ნართი   და   ამ ნართისაგასნ მოქსოვილი ქსოვილი არ  შეიცვლის სახეს. თუ ნართი წყდება პატარა ოდნავი გაწევით, მაშინ ეს ნართი უნდა  შეაერთოდ სახვა სახის უფრო გამძლე ნართთან.

 კარგად   დაგრეხილი   ნართი საუკეთესოდ შეეფერება რელიეფის ნიმუშს მოსაქსო-  ვად. ასევე უნდა მიექცეს  ყურადღება   ძაფი   როგორია   დაგრეხილი.  თუ  ძალიან  მჭიდროდ   არის  დაგრეხილი და მოქსოვთ ჩხირებით მიიღებთ მხოლოდ მჭიდრო,  მაგარ ნაქსოვს. რბილი   და ფაფუკი დაგრეხილი ძაფი დამატებითი დეკორატიული  ელემენტებისთვის   საუკეთესოა,   უბრალოდ  შესამჩნევი ნიმუშით მოქსოვეთ.

 ნართის   თითოეულ   სახეობას   აქვს   თავისი   დადებითი    უპირატესობები    და  უარყოფითი მხარეები. მაგალითად: შალის ძაფი წელვადია,  რეცხვის მერე კარგავს  ფორმას,  მეორე მხრივ თბილია. შალის სვიტერი განუმეორებელი და შეუცვლელია  ზამთარში მოსაქსოვად. შალის ნართი საუკეთესო შესაფერისია ზამთრის სამოსისა-  თვის. ზამთარის შესაფერისი  ნართი  არის  შალი, ანგორა, მოხერი. მოქსოვილი  ამ  ნართით გამოდის იდეალური,თბილი.თუ დაამატებთ   ცოტაოდენი  შემცველობის  აკრილს,    რეგულარული   რეცხვა   გავლენას არ მოახდენს ტანსაცმლის  შეცვლას.   შალის ნართი მოიცავს სხვადასხვა ცხოველთა ბეწვის   გადამამუშავებელ  მასალას.  ცხოველთა   სახეობები   განსაზღვრავს   შალის   თვისებებს  და მის მნიშვნელობას.  მაგ: ყველაზე   რბილი   ნართია  ანგორული კურდღლის   ბეწვისაგან წარმოებული  ნართი.  ასევე რბილია  ქაშმირიც .   თუ აპირებთ    ტანსაცმლის  მოქსოვას   პატარა  ბავშვებისათვის უმჯობესია აირჩიოთ  რბილი და ფაფუკი ძაფი, როგორც ეს შესაძ -  ლებელია. უნდა    აღინიშნოს    რომ     ზამთარში  ყოველდღიური და სპორტული  ტანსაცმელები იქსოვება სქელი ნართით. ნართი თუ  წვრილია  შეიძლება   ნართის  სისქე  შეიცვალოს  2 ან  მეტი ძაფის დაკავშირებით,  შალს   დამატებული   აკრილი  იდეალური ვარიანტია.კარგად შერჩეული და არჩეული ნაყში,მოფიქრებული დახა-  ზული მოდელი დაგეხმარებათ მიიღოთ ორიგინალური ნაქსოვი.

 ძაფი არ უნდა  იჩხვლიტებოდეს და იკბინებოდეს.    ასეთი   ძაფისაგან მოქსოვილი  ტანსაცმელი    დისკომფორტს   შეგიქმნით   და   სავარაუდოდ   ასეთ    სამოსს  ვერ  ჩაიცვამთ.

 ბამბის ან ვისკოზის ნართი იდეალურია მსუბუქი აჟურული მოდელების  შესაქმნე-  ლად. აჟურულ უზორებში ნართის მოხმარება მცირდება ანუ ცოტა ნართი უნდა და  რელიეფის ნიმუშის მოსაქსოვად მაგალითად რვიანების დროს  ძაფის  ხარჯიანობა  იზრდება. უნდა აღინიშნოს რომ ნართი ყაისნაღით მეტი მიდის,ვიდრე   ჩხირებით.  წვრილი   ნართით   მოქსოვის   დროს  ყაისნაღი შესაფერისია.ზაფხულის სამოსისა-  თვის     ბამბა,აბრეშუმი,სელის ნართი შეიძლება გამოიყენოთ.სელის ნართი ბამბის  ძაფზე   2-ერ და    შალის ძაფზე 3-ჯერ  უფრო მაგარია. ცუდად იღებება და მას ბუ -  ნებრივი კრემისფერი ტონი აქვს. მართალია ბამბის ნართი იდეალურია ზაფხულის  მოდელების შესაქმნელად, კომფორტულია, სასიამოვნოა   კანისთვის,   გრილია და  როგორც   წესი  ეს ძაფები ნათელი მდიდარი ფერებით გამოირჩევა,მაგრამ მინუსი  ისაა, რომ   მზეზე   შეიძლება გახუნდეს.   მწარმოებლები   ბამბას   უმატებენ    სხვა  ნართს.  მაგალითად აკრილის ნართს.ასეთი ნართისგან შეიძლება მოიქსოვოს სამო-  სი აჟურული სახის,რომელიც უნარჩუნებს ყველა უპირატესობას ბუნებრივ  ბამბას.  ნაქსოვი ელასტიურია და ხანგრძლივი გამოყენებისთვის გამოდგება-ბამბის ძაფის  შენარევი  აკრილთან  ან აბრეშუმთან 50% -50% -ზე.აკრილი+ბამბის ძაფით მოქსო-  ვილი შარფი საგაზაფხულოდ თბილია. აკრილის ძაფით მოქსოვილი შარფები არის  ძალიან   თბილი და რბილი.  არის სხვადასხვაფერი,მრავალფეროვანია მისი ნართი  და  მყიდველს შეუძლია თავისი გემოვნებით მოიქსოვოს რამდენიმე ფერთა შეხამე-  ბით სამოსი.  უნდა გამორიცხოთ ანგორი ძაფი რადგან თუ წვიმაში მოყევით დიდი  აღფრთოვანებული არ  დარჩებით   რადგან   სამოსი   წყლის  მოხვედრისას კარგავს  თავის სახეს.თუ თქვენ ქსურთ   ამა   თუ   იმ  მოდელისათვის   სხვადასხვა   ფერის  ნართით მოქსოვა  გაითვალისწინეთ ის ნიუანსი, რომ  ფერები შეიძლება გარეცხვის  შედაგად გადავიდეს ერთმანეთში   და   თუ   ერთ-ერთი   ფერი  თუ იქნება თეთრი  გარეცხვა მოგიწევთ ოდნავ თბილ წყალში, სხვაგვარად ფერადმა  ნართმა შეიძლება  მისცეს თავისი ან სხვაფერი ელფერი თეთრ  ძაფს და დაუდევარი,  არაკოპწია   სახე  ექნება. ყურადღებით იყავით კონტრასტულ   ფერებთან თუ მაინცდამაინც გინდათ  სხვადასხვაფერით ნართით მოქსოვოთ  მაშინ დაასველეთ   ერთი   ფერის   ნართის  ბოლო წყალში, შემდეგ დაადეთ   თეთრი ქსოვილი და გააუსვით ცხელი უთო, თუ  თეთრ ქსოვილზე   არ   დარჩა   არავითარი   კვალი,   ესე იგი მტკიცედაა შეღებილი  ნართი და საიმედოა ნაქსოვისათვის  ეს ფერი რომ გამოიყენოთ.  თუ მიიღო  ფერი  ესე იგი ფერი გადადის.

 მაგ, მოქსოვეთ წაღმა თვლებით სვიტერი.  ამ შემთხვევაში  გამოიყენეთ აპლიკაცია,  ლენტები,ნაქარგები,დეკორატიული ლენტები და არ შეგეშინდეთ   ექსპერიმენტე -  ბის  ჩატარების.სწორად შერჩეული  ნახაზი სამოსისათვის  და ნართი  დაგეხმარე -  ბათ უნიკალური, განუმეორებელი, ლამაზი ნივთი გამოვიდეს.იმ შემთხვევაში თუ  გსურთ მოიქსოვოთ დახვეწილი,ელეგანტური სამოსი მაგ: კოფთა ან კაბა, აარჩიეთ  საქსოვად ყაისნაღი. გამოცდილმა მქსოველებმა კარგად იციან რომ ყაისნაღით   შე -  საძლებელია განახორციელონ ნებისმიერი ფანტაზია და იდეები.ნართი ირისის  შე-  მადგენლობაში შედის ბამბა,თანამედროვე სინთეტიკა.

 თუ გსურთ შეისწავლოთ ქსოვა   გამოიყენეთ აკრილის+შალის ნართი. ნართი უნდა  იყოს გლუვი, თანაბარი,სწორე და  საშუალო სისქის.უნდა იყოს ღია ფერის, რადგან  თვალები  ნაკლებად  დაიღლება სასწავლად    თავდაპირველად   არ  გამოიყენოთ  ფუმფულა ძაფები. 

და ბოლოს არ გამოიყენოთ ქსოვის სწავლების დროს ძველი ძაფი,ან ნარღვევი ძაფი.

იმედია ეს სტატია დაგეხმარებათ. 

                                                                                                       დაბრუნება

 


სტატია: ნართის შესახებ | ნანახია: 6856 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]