ნართის სახეობა შეიძლება იყოს სხვადასხვა-შალი,ბამბა,აბრეშუმი, ხელოვნური და შერეული ნართი. ეს ძაფები მზადდება ბოჭკოსაგან.(ბოჭკო მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმის ძაფისებრი შემადგენელი ნაწილია.) ძველი ქართველი ტომები არა მარტო სელის და ბამბის არამედ მატყლისა და აბრეშუმის ბოჭკოების დამუშავებითაც ყოფილან სახელგანთქმულნი. ბოჭკოები შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი ისე ხელოვნური წარმოების. ბუნებრივი ანუ ნატურალური ბოჭკო არსებობს ცხოველთა და მცენარეთა წარმოშობის.მათ გააჩნიათ ანტიალერგიული, სოკოვანის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები. აქვთ შესანიშნავი ვენტილაციის და ტემპერატურის კონტროლის თვისებები. ტანსაცმელი რბილი, კომფორტული და სასიამოვნოა. ცხოველთა ბოჭკოს წარმოადგენს ალპაკა, ანგორა, შალი, მოხერი, ქაშმირი და სდა სხვა. მცენარეულ ბოჭკოს კი წარმოადგენს ბამბა, სელი,რამი და სხვა. ხელოვნურ ანუ სინთეზურ ბოჭკოს წარმოადგენს ვისკოზური ნართი. (ვისკოზა (ლათ.) ბლანტი მასა ანუ ნივთიერება,რომელსაც იღებენ ცელულოზისაგან და მეორადიქსოვილების გადამუშავების შედეგად. მისგან მზადდება ხელოვნური აბრეშუმი,ხელოვნური ტყავი და სხვა).სანამ ბოჭკო გადაიქცევა ძაფად მისი წინასწარი დამუშავება ხდება, რომელიც მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს. ნართის შერჩევისას სასურველია ვიცოდეთ ძაფის ეტიკეტზე მიკრობილი არსებული მონაცემების წაკითხვა. თითოეული ნართის სახეობას განვიხილავ თანამიმდევრობით.
ალპაკა
ალპაკას ძაფისაგან ნაქსოვი ალპაკას ძაფისაგან მსუბუქია, თბილი, რბილი,გამძლეა. არ იწვევს ალერგიას. იდეალურად იქსოვება ჩხირებით, შეიძლება მოიქსოვოს თბილი და ორიგინალური სვიტერი, ქუდი, წინდა, ადიელა და სხვა. გარეცხვის შემდეგაც კი არ ითელება და ინარჩუნებს ფორმას.
ალპაკა –ძუძუმწოვარი ცხოველია. წააგავს ცხვარს, მაგრამ მას აქვს გრძელი,წვრილი კისერი.არის ძალიან ბევრი ფერის.ცხვარი კი თეთრი და შავი.
იძლევა ძვირფას მატყლს.თავდაპირველად ალპაკას სპეციალისტები ,,ლამას,, სახე ობად მიიჩნევდნენ,თუმცა 2001 წელს მას ,,აქლემისებრთა,, კლასიფიკაცია მიანიჭეს.ამ უნიკალური ცხოველების გავრცელების ძირითადი არეალი სამხრეთ ამერიკის სარტყელი(ბოლივიისა და პერუს მთიან ადგილები,ეკვადორი,ჩილეს ჩრდილოეთი)მაღალმთიანი რეგიონი "ანდების მთაა". ამ ცხოველის მატყლი6–8–ჯერ უფრო თბილია ცხვრის მატყლთან შედარებით. საერთაშორისო ასოციაცია ,,ALPAKOVODOV(IAA)ალპაკას ოფიციალურად დარეგისტრირე –ბულად მხოლოდ 24 ბუნებრივ ფერს თვლის:თთრი, შავი, ჩალისფერი, ნაცრისფერი, მუქი ყავისფერი და სხვა. ასე რომ, ცხოველები ბუნებრივად არიან სხვადასხვაფერი. გერმანიაში ალპაკები შინაურ ცხოველებს წარმოადგენენ, რომელთა მატყლიც მაღალი ფასით, საოცარი სირბილით და წყალგაუმტარობით გამოირჩევა.რაც უფრო ახალგაზრდაა ალპაკა მით უფრო წვრილი ძაფი გამოდის დამუშავების შემდეგ. ალპაკების კრეჭვა არა მხოლოდ ეხმარება სოფლის მოსახლეობას,არამედ ცხოველებსაც გვრის შვებას, როდესაც თავიაანთ სქელ საფარს იშორებენ ზაფხულის სიცხეში. აღსანიშნავია, რომ მატყლის გამოყენებით სარგებლობს არა მარტოაადგილობრივ მოსახლეობა,არამედ გააქვთ, ალპაკის მატყლი ექსპორტზეც დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. თუმცა ძაფი სუფთა სახის ძალიან იშვიათად არის(ამატებენ სხვა სახის ძაფსაც).
ანგორა
ანგორა-წმინდა, ძალიან ნაზი, რბილი, ფუმფულა, ფაფუკი,მსუბუქი ნართია.ანგორის ძაფი იწარმოება ანგორის ჯიშის კურდღლების ბეწვისაგან,რომელიც არის ნატურალური ცხოველური ბოჭკო და აქვს ბევრი უპირატესობები, შთანთქავს ტენიანობას და ამიტომაა ის თბილი.ანგორის ჯიშის კურდღლები გამოყვანილნი არიან ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში.
ანგორის კურდღლები სპეციალურ, განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. პატარა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი დანაკარგი.მაღალი ტემპერატურა და ინტენსიური განათება ძალიან ცუდი ელემენტია.ასევე ცუდი,დაუბალანსებელი კვება ნიშნავს რაოდენობრივად შეზღუდულ წარმოებას.დიდი ყურადღება ექცევა კურდღლის სისუფთავესაც.ასხვავებენ სხვადასხვა ჯიშის ანგორის ბეწვს,სიგრძეს,სისუფთავეს,ფერს.ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს კურდღლის ჯიშს "albinos", რადგან მათი თმა მთლიანად თეთრია და თეთრი კი ხელსაყრელია შესაღებად. მაგ:არის თეთრი ბუმბულივით სუფთა და გრძელი ბეწვი უმაღლესი ხარისხის 6 -12 სმ-ის, არის სუფთა,მაგრამ მოკლე ბეწვით, 6სმ-ზე ნაკლები.არასუფთა, ჭუჭყიანი ბეწვის სიგრძეს მნიშვნელობა არა აქვს, არაფრად არ ღირს, რადგან ბეწვი პირდაპირ მიდის გადამუშავებაში ყოველგვარი გარეცხვის გარეშე და ამიტომ წარმოება იცავს გამუდმებულ კონტროლს ცხოველებისსისუფთავეზე. წარმოების აუცილებელ დამახასიათებელად ითვლება სუფთა ანგორის ბეწვი.
იმ ქვეყნებში სადაც ცივა, საუკეთესო გამოსავალი არის ისეთი შენობის გამოყენება სადაც ცხოველებს დაიცავს სიცივისაგან. ანგორის ძაფი სუფთა სახით არ გამოიყენება,პრაქტიკულად არ იქსოვება, რადგან ნართის ბოჭკოები მყიფეა თავისი სირბილის და სიფაფუკის გამო, რის გამოც სიგლუვეს და სიძლიერეს ცუდად უძლებს, კურდღლის მოკლე ბეწვი ძალიან ძნელია დაგრეხისათვის, რთულია და შეუძლებელი საიმედოდ მყარად უზრუნველყოს ნართის გამძლეობა.ეს არის ანგორის ნართის უპირატესობა ამ მხრივ, ამიტომაა ეს ნართი მსუბუქი, ჰაროვანი,ბუსუსებიანი, საკმაოდ ღირებული და წარმატებით გამოიყენება. ანგორა რადგან ასეთი მყიფეა, ამიტომ მწარმოებლები ამატებენ და ურევენ სხვა ნართთან მაგალითად როგორიც არის მერინოსოვი, შალი, აკრილი, შეიძლება იყოს ანგორა-მელანჟთან და სხვა.
სვიტერი, რომელიც შეიცავს 70-80% ანგორას, არის პირველი ხარისხის ნართისგან მოქსოვილი, რაც ხაზს უსმევს სამოსისს ღირებულებას. როგორც ავღნიშნეთ ანგორის ძაფი ძალზედ მჩატე და მსუბუქია და ნაქსოვი პულოვერი 42-44 ზომაზე საჭიროა 200-250 გრამი.ანგორის ნართის უარყოფითი თვისებაა ისაა, რომ არ შეიძლება გაირეცხოს ნაქსოვი ფხვნილში,ასევე შამპონში,რადგან მოქსოვილი სამოსი გარეცხვის შემდეგ თავის ლამაზ სახეს, სიფაფუკეს დაკარგავს.წვიმაში თუ მოჰყვევით და გაცვიათ ამ ნართით მოქსოვილი სამოსი აღფრთოვანებული ნამდვილად არ დარჩებით, ამიტომაც ნაქსოვი უნდა იყოს დაცული დასველებისგან, უნდა სისველეს მოარიდოთ.ნებისმიერი სამოსი დროთა განმავლობაში უნდა გაირეცხოს.სახლის პირობებში შეგიძლიათ გარცხოთ: სარეცხის თასში ჩაასხით თბილი წყალი (30 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს).
სარეცხის საპონი ოდნავ ხელით ააქაფეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი(შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ აფთიაქში).აურიეთ ხელით ეს შემადგენლობა და ნაზად ჩადეთ სამოსი ამ ხსნარში. ძალიან არ უნდა გარეცხვა. გარეცხვის, გაწურვის და გავლების შემდეგ ქსოვილი არ მოგრიხოთ, არ დაახვიოთ და ისე არ გაწუროთ, რადგან ნაქსოვი ფორმას შეიცვლის. ოდნავ შეეცადეთ წყალი ჩამოწუროთ. გარეცხვის და გავლების დროს წყლის ტემპერატურა ერთი და იგივე უნდა იყოს. შემდეგი ნაბიჯია გაშრობა. არავითარ შემთხვევაში ქსოვილი თოკზე ან ვეშალკაზე არ ჩამოკიდოთ.არ გამოიყენოთ გამათბობლები, ფენი, გაზქურა. გავლების შემდეგ ჰორიზონტალურად დადეთ პირსახოცზე. ეცადეთ ზემოდანაც დააფაროთ პირსახოცი და დააცადოთ ცოტაოდენი ხანი, ამ შემთხვევაში სამოსი წყლისგან დაიწკრიტება, პირსახოცი შეიწოვს სისველეს. შემდეგ სხვა მშრალ პირსახოცზე გადაიტანეთ (უმჯობესია გამოიყენოთ თეთრი ქსოვილი) და დააცადეთ სამოსს საბოლოოდ გაშრობამდე. (პერიოდულად შეცვალეთ სველი პირსახოცები მშრალით). მას შემდეგ რაც გაშრება ფაფუკი, ნაზი ანგორის სამოსი სპეციალური ფუნჯი სავარცხლით ჩამოვარცხნეთ.არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფხვნილი.ზოგიერთი დიასახლისი ამჯობინებს გამოიყენოს შამპონი, მაგრამ შამპონი ძალიან ქაფდება და ძნელია გასავლებად წყალში.ანგორის ძაფის მოსაქსოვად იყენებენ უფრო ჩხირებს და საშუალებას გაძლევთ მოქსოვოთ ჰაეროვანი, აჟურული სამოსი, სვიტერები, შარფები, შალი. ამ ნართით შეიძლება მოიქსოვოს სადღესასწაულოდ ლამაზი სამოსი წლის ცივ სეზონზე, რომელიც მიუხედავად მისი სიმსუბუქით ინარჩუნებს სითბოს.
ბუკლე
ბუკლე(boucle-ფრანგ)შალის ან ბამბის მსხვილად დახვეული შთამბეჭდავი ძაფი. ეს ნართი მზადდება ბუნებრივი და სინთეზური ბოჭკოებისაგან.მაგალითად: ბამბის ან შალის ძაფისაგან.ნართი შეიძლება შესდგებოდეს ერთი ან სხვადასხვა ფერის ძაფისაგან. ბუკლეს ნართი მიიღება შეგრეხვით სხვა ნართთან შემოხვევით.ერთი რომელიც ძალიან დახვეულია(დაგრეხილი), მეორე მსუბუქი.ბუკლეს ნართის დართვის დროს იქმნება პატარა ბურთები, რომლებიც შეიძლება იყოს ერთნაირი, განლაგებული ახლო-ახლოს.
ბუკლე დეკორატიული, სწორი და არასწორი, დახვეული ფორმის ნართია შესქელებული კვანძოვანი ზედაპირით, არათანაბარი პაწია ბურთებით, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნათ საინტერესო ნაქსოვი. ძაფი შეიძლება იყოს სხვადასხვა სისქის,სხადასხვა ფერის,სხვადასხვა ნართის და შეღებილი. ბუკლეს ნართთან მუშაობისას საჭიროა მოდელის სათანადო შერჩევა. თუ დაუშვით შეცდომა ან ნაქსოვი არ მოგწონთ და დაშლით, ძაფი თავის ვიზუალურ სახეს დაკარგავს.ამიტომ საჭიროა მოიქსოვოს პატარა ნიმუში და მის მიხედით მოქსოვოთ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბუკლეს ნართი თავისთავად დეკორატიული ნართია და სხვადასხვა რელიეფური ნაქსოვის,რვიანების, აჟურულის ჩაქსოვა უაზროა, ქსოვილზე ფონი არ გამოჩნდე ბა.ასეთი ნართის სტრუქტურა ჩვეულებრივი წაღმა-უკუღმა ან წაღმა თვლებით ქსოვაა.ნაქსოვს აქვს არათანაბარი ზედაპირი. შეეცადეთ ბუკლეს ნართის მოქსოვის დროს გამოიყენოთ სქელი ჩხირები.ყაისნაღის გამოყენება რთულია.
ამ ნართით მოქსოვილი ტანსაცმელი ძალიან თბილია.საუკეთესოა მოიქსოვოს ზამთრის სეზონისათვის თბილი სამოსი. შეესაბამება ქსოვის ზედა სამოსები მაგ:ჟაკეტი,პალტო, ჯემპრი, მოსაცმელი. ბუკლეს სქელი ნართით ბუნებრივი შალის,მერინოსის,ალპაკის შემადგენლობით მოიქსოვება თბილი ჟაკეტები, ქუდები, ბერეტები, ხელთათმანები, შარფები, პლედები, ადიელები. ბავშვებისათვის თბილი ჟაკეტები,ფაჩუჩები,ქუდები.შეიძლება მოქსოვოთ სხვა ნართით ჯემპრი და ბუკლეს ნართით ნახატი ჩაუდგათ. ამოაქსოვოთ საყელო,მაჯები,და კიდევ ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოიქსოვოს.ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.ბუკლეს ძაფით იქსოვება არა მარტო ქალთა და ბავშვთა სამოსი არამედ ფერთა შეხამებით იქსოვება კაცის თბილი ჯემპრები, უსახელო პულოვერები. გახსოვდეთ, რომ შალის შემადგენლობით ნაქსოვს ექნება უმაღლესი სითბოს თვისებები.
ბუნებრივი შალის ძაფი ხშირად იწვევს ალერგიას ბავშვებში,ამიტომ შალის ნართი დამატებული უნდა იყოს სხვა ნართთან, მაგ: 80% ალპაკა+ 15% შალი + 5% პოლიამიდი.ეს ნართი იქნება დაახლოვებით 50 გრამი -140 მეტრი.
ბუკლეს ნართი გამოიყენება ნაქსოვის გასაფორმებლად. მაგალითად: სახელოების,საყელოების და სხვა.
ქაშმირი
ქაშმირი-განუმეორებელი, თხელი,მსუბუქი, ყველაზე ძვირფასი ნართია. ქაშმირს დამსახურებულად უწოდებენ ძვირფას ძაფს, ფუფუნების ნართს, შალისს ალმასს.ქაშმირის ძაფისაგან მოქსოვილი სამოსი თბილია, მსუბუქია, გამძლეა. წლების მანძილზე სამოსის ჩაცმა გამოიყენება,მარტივად რომ ვთქვათ არ კარგავს ფორმას.ქაშმირს უმატებენ სხვა სახის ნართს მაგალითად აბრეშუმს და ასეთი წესით მიღებული ნართით მოქსოვილ სამოსებს სითბო დააბრეშუმის ბზინვარება აქვს.მისი მაღალი ღირებულება არის არა იმის გამო რომ, სირთულეები იქმნება ნართის წარმოების დროს არამედ შესანიშნავი ბოჭკოების გამო.მსუბუქი,საოცრად რბილი ძაფი ინარჩუნებს სითბოს და ქმნის უნიკალურ კლიმატს ადამიანისთვის,რას წარმოადგენს თავითავად ეს სამეფო ძაფი? ქაშმირის ძაფი იწარმოება მაღალმთიანი თხის ბეწვისგან,მატყლისგან.რომელიც ბინადრობს ტიბეტში,ირანში,შუა აზიაში,გობის უდაბნოში და ქაშმირის პროვინციაში,(ინდოეთი)მაღალი ხარისხის მომწოდებლები მთელს მსოფლიორში ჩინეთი და მონღოლეთია,ცხოველები რომლებიც ბინადრობენ მკაცრ კლიმატურ პირობებში სადაც ზაფხულის ტემპერატურა +40 და ზამთარში -50გრადუსი არის,იცავს ცხოველებს თავიინთი სქელი საფარი მატყლი,მაღალი თერმოსტატული თვისებებით,განთავსებული საფარი შველის ალპურ თხას სიცხის და ყინვაგამძლეპერიოდში.მაგრამ ყველაზე კარგი ხარისხს ფლობს ცენტრალური აზიიდან.ძალიან შრომატევადია მიღებული მატყლი,რადგან ცხოველს არ კრეჭენ,ვარცხნიან ან ხელით ჩამოჰყავთ. ამის გაკეთება წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე ხდება.თხას აქვს გრძელი და წვრილი ბეწვი.1 ცხოველისაგან მიიღება 300-დან 500გრ-მდე ნედლეული.შემდეგ ყველა სუფთავდება ჭუჭყისგან,მტვერისგან, და სუფთა სახის თივთიკი 100-120 გრამს არ აღემათება.ცხოველს კისრის და მუცლის არეში განსაკუთრებული,ნაზი და რბილი ბეწვი აქვს.ასეთი უნიკალური თვისებებით მიიღო სპეციალური სახელი,,pashmir,, მისი ბეწვი ბევრად უფრო გრძელი და თხელია,მისი სისქე არ აღემატება 13-15 მიკრონს.1 ცხოველისაგან მიიღება 50 გრამი მაღალი ხარისხის და ძვირადღირებული თივთიკი. ბუნებრივი ბოჭკოს ფერები შეიძლება იყოს თეთრი, ნაცრის -ფერი,კავისფერი, ან შავი,ყველაზე ძვირადღირრებული და ღირებულია თეთრი ფერის,რადგან ნებისმიერი ფერით შეებვა ადვილია და კარგად იღებება.იმისათვის რომ მოიქსოვოს შარფი საკმარისია ერთი თხისაგან მიღებული ნართი,სვიტერებისათვის კი დამოკიდებულია ზომასა და მოდელზე,400-დან 600 გრამამდე საჭიროა 4-6 ცხოველი.მაღალი ხარისხის ქაშმირის ნართი შალზე რამდენჯერმე თბილია.ქსოვის დროს შეიძლება როგორც ჩხირების ასევე ყაისნაღის გამოყენება.იქსოვება სვიტერები,შარფები,შალი,ქუდი,იდეალურია ნაქსოვებისათვის რელიეფური და რვიანებისათვის,ქაშმირი+ანგორა ქალის ჯემპრები და სვითერები იქსოვება.შეიძლება მოიქსოვოს ბავშვის ტანსაცმელი.წინდები,ქუდები...არ აღიზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს,არ იწვევს ალერგიას და შებოჭილად არ იგრძნობთ თავს. საეროთ ნაქსოვი სამოსი სასიამოვნო შესახებია,ინარჩუნებს ფორმას და გარკვეული დროის მანძილზე არ კარგავს თავის სახეს და არა ერთი წელი გამოგადგებათ ჩასაცმელად.დიდხანს რომ შეინარჩუნოს ნაქსოვმა თავისი შესანიშნავი თვისებები,საჭიროა რეცხვის დროს ღილები უნდა შეიკრას ირეცხება ხელით 30 გრაადუსზე შყალში,დიდხანს არ უნდა ჩაალბოთ,აარ შეიძლება გაწურვა,გავლების შემდეგ უნჯობესია გადაითანოთ პირსახოცზე გაშლილ ჰორიზონტალურ ზედაპირზე,გაშრობის დროს ქსოვისი გადააბრუნეთ,გამოუცვალეთ პირსახოცი,გაუთუება შეიძლება მხოლოდ ორთქლით და ისიც უკუღმა მხრიდან.სუფთა სახის ნართი შოვნა ძალიან რთულია.უმეტესად გამოიყენება სხვა ბოჭკოებთან შერევით.აბრეშუმი,ალპაკა,ბამბა,ცხვრის მატყლი.ასეთ შერეულ ნართს ქაშმირი უფრო გამძლეა,ელასტიური,ნაზი,აბრეშუმისებრი ნართით ადვილად იქსოვება და ნაქსოვი ძალიანრბილი,კომფორტული გამოდის.ჩრჩილის საწინააღმდეგოდ გამოიკენება ნატურალური საშუალება ლავანდა,როზმარინი ან ხმელი ფოორთოხლის ქერქი.მიუხედავად იმისა რომ ეს ნართი ძვირია სხვა ნართთან შედარებით,დიდი და უფრო პოპულარული გახდა ქსოვის მოყვარულებთა შორის.
მერინოსი
WV- /Wolle Vergine/Lana Vergin/Extrafineმერინოსის შალი მიიღება მერინოსის ჯიშისცხვრისგან, რომლის ერთგვაროვანი შტაპელური აგებულების კანძი შედგება ერთგვაროვანი წმინდა ბეწვისაგან. მას ახასიათებს ბუნებრივი ხვეუ ლები,რაც ნართს ანიჭებს დრეკადობას,ხოლო ნაწარმს ფორმამედეგობას. ის ძალიან მტკიცე, მსუბუქი და საოცრად თბილია.მერინოსის სამშობლო ესპანეთია.მეცნიერები არ ეთანხმებიან მერინო ცხვრის დაბადების ადგილსა და დროს, ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ეს ჯიში წარმოიშვა მცირე აზიის ქვეყნებში. ამის დასტურია უძველესი სურათები კულტურის ძეგლებზე და ვერძების ნაშთები, რომლებიც ნაპოვნია სამარხში. სხვა მოსაზრებაა, რომ მერინო ესპანეთის მკვიდრია. ეს ჯიში მე -18 საუკუნე ში მოდის.
მას შემდეგ, მისი ჯიშის მცდელობები თითქმის მთელი მსოფ ლიოს ცხვრის სე ლექციონერებმა აიღეს, დიდი რაოდენობით გამოიყვანეს ქვესახეობები. ესპანეთიდან მერინოს გატანა ადვილი საქმე არ იყო, რადგან სახელმწიფო საზღვარზე ცხვრის მატყლის ტრანსპორტირებისთვისაც კი სიკვდილით დასჯა იყო დაწესებული. ბრიტანელებმა ცხვარი კონტრაბანდული გზით გაატარეს.XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში მოიყვანეს რამდენიმე ტიპის მერინოსი.მერინოსს ამრავლებენ მსოფლიოს მეტწილ ქვეყნებში. სულადობით ყველაზე მეტია ავსტრალიაში, ყოფილ სსრკ-სა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკებში. უდიდესი წარმატება მერინოს მეურნეობაში მიაღწიეს ავსტრალიელებმა. სწორედ ავსტრალიაში, სადაც ძალიან ხელსაყრელი პირობები იყო, დაიწყო ინდუსტრიული მას შტაბის მერინოს მატყლის წარმოება. დღემდე, ეს კონტინენტი და ახალი ზელანდია რჩება მსოფლიო ლიდერებად მერინოს მატყლის წარმოებაში.ესპანელები კვლავ ამაყობენ ამ ფაქტით, რადგან მერინოს ცხვარს ეროვნულ საგანძურად თვლიან. ახლა ავსტრალია აღიარებულია ამ ცხოველთა მოშენების მსოფლიო ცენტრად.თუმცა დღეს საუკეთესო ბეწვი ავსტრალიელ და ახალზელანდიელ მერინოსს აქვს.მერინოსის შალს ახასიათეს მაღალი ჰიგროსკოპულობა,მატყლი ძალიან თბილია. ამ ძაფისგან მოქსოვილი სამოსი იდეალურია ცივი ზამთრისათვის და (ნუ გაგიკვირდებათ) სიცხისგანაც დაგიცავთ! მერინოს სამოსი კარგად ინარჩუნებს ადამიანის სხეულის ტემპერატურას.
მერინოსის შალი დემისეზონურია და ამ თვისებების გამო მერინოსის შალისგან ამზადებენ კომფორტულ ელიტურ ქსოვილებს და ტრიკოტაჟულ ნაწარმს, რისთვისაც ძირითადად გამოიყენება წმინდა - ე.წ. „საზაფხულო“ ნართი.100%-იანი მერინოსის ნართი უნაკლო, მაგრამ ძვირია, ამიტომ გაიაფების მიზნით მას ხშირად სხვა ნართთან ერთად იყენებენ.
ქსოვენ სვიტერებს, კარდიგანებს, ქუდებს ჟაკეტებს და სხვა. არის მერინოსის როგორც ძალიან სქელი ნართი, ასევე ჩვეულებრივი ძაფი. სქელი მსხვილი ნართისაგან ქსოვენ პლედებს, კარდიგანებს, ქუდებს.მერინოსი ასევე გამოიყენება თექაშიც.მერინო მიუხედავად იმისა,რომ შალია, არ იჩხვლიტება, და არ აღიზიანებს ბავშვის კანს. იდეალურია საბავშვო ნივთების მოსაქსოვად.ქსოვენ ფაჩუჩებს, წინდებს, ჟსკეტებს, პლედებს, ქუდებს და სხვა.მერინოს მატყლს აქვს სამკურნალო თვისებები. მისი სითბო რეკომენდებულია ართრიტის, რადიკულიტის, ხერხემლისა და სახსრების ტკივილის დროს.მერინოსის ნართისგან დამზადებული ნაწარმი საჭიროებს ისეთივე მოვლას, როგორც სხვა შალის ნართისგან დამზადე ბული ნაწარმი, ის კარგად ირეცხება როგორც ხელით, ასევე სარეცხ მანქანაში სპეციალური რეჟიმით და ამ დროს არ კარგავს თავის თვისებებს.
დაბრუნება
|