მთავარი » ქსოვა » ეს საინტერესოა... » ეს საინტერესოა.

ქსოვის საერთაშორისო საჯარო დღე...

 

  ქსოვის საერთაშორისო საჯარო დღე

WORLD WIDE KNIT IN PUBLIC DAY!

 

,,World  Wide  Knit in Public Day-ქსოვის საერთაშორისო საჯარო დღე მსოფლიოში აღინიშნება საჯაროდ 2005 წლიდან ყოველი წლის ივნისის მეორე შაბათს. წელს, 2015 წლის 13 ივნისს ეს დღე საჯაროდ აღინიშნება ბევრ ქვეყანაში. პირველად ეს დღე აღინიშნა პარისში.იდეის ავტორია  ქსოვის მოყვარული ახალგაზრდა ქალბატონი ,,დანიელ ლანდესი,, რაღაც მომენტში წარმოუდგენლად მოსაწყენი ეჩვენა მარტო რომ  ქსოვდა და გადაწყვიტა მოეძებნა  კომპანია. მან ინტერნეტის მეშვეობით შეკრიფა ქსოვის მოყვარულთა ხალხი და დანიშნა  შეხვედრის ადგილი. საუბრის დროს ქალბატონებმა შეამჩნიეს რომ ხალხის რიცხვი იზრდებოდა და აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს რომ შემდეგ წელსაც შეკრეფილიყვნენ. ასე რომ, ეს ტრადიციად იქცა. ყოველი წლის ივნისის მეორე შაბათს მსოფლიოს ქსოვის მოყვარულნი  დანიშნავენ შეხვედრის ადგილს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, როგორიცაა  პარკი, ფეხით მოსიარულეთა ქუჩა, კაფე ან  უბრალოდ ქუჩაში ესაუბრებიან ერთმანეთს,თავიაანთ  გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და ქსოვენ და ქსოვენეს.მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ყველა მსურველს.არა აქვს მნიშვნელობა გამოცდილი ხართ თუ უბრალოდ დამწყები, ეს საინტერესო დღესასწაული აერთებს სხვადასხვა თაობის ადამიანებს,რომლებსაც უყვართ ქსოვა ან სურთ დაეუფლონ მათ. 

 

მთავარი იდეა  ამ ფესტივალის  იყო, ის რომ,  ერთად შეკრებილიყო  ბევრი ქსოვის მოყვარული,  რათა შესაძლებლობა მისცემოდათ კომუნიკაცია თანამოაზროვნეებთან, გამოცდილების და იდების გაზიარება. ეს დესასწაული ასევე საქველმოქმედო ხასიეთს ატარებს.ამ იდეამ გაამართლა და ეს საინტერესო ღონისძიება იმართება უკვე 350 ქალაქში და ბევრ ქვეყანაში:აშშ,ინგლისი,საფრანგეთი, ავსტრალია, შვედეთი,  ფინეთი, ნორვეგია, ფინლანდია,ესტონეთი,რუსეთი,უკრაინა და სხვა ქვეყნებში,სადაც ქსოვა ითვლება პოპულარულ ხელსაქმედ. თითქმის ყოველწლიურად ქვენის და ქალაქის მაჩვენებელი რიცხვი იზრდება...ლიდერობენ აშშ,ბრიტანია,ავსტრალია,სკანდინავიის ქვეყნები.ევროპელებს დაამერიკელებს წელს შეუერთდა აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მაცხოვრებლები.ამ დღესასწაულზე იმართება სხვადასხვაგამოფენები, ღონისძიებები,აქციები,სემინარები მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს ქსოვა.ბევრი მაღაზია,სადაც იყიდება ხელსაქმისათვის საჭირო ნივთები  აწყობს ამ დღისით აქციას, რომ გაეყიდოთ პროდუქცია.

წელს,, World Wide Knit in Public Day,,  10 წელი უსრულდება. აქვს თავისი გერბი,ლოგო რომელის სურათზე ნაჩვენებია ორი ჩხირი ევროპის რუკის ფონზე.

 

 

საკმარისია იცოდეთ ინგლისური ენა და დარეგისტრირდეთ შემდეგ  საიტზე      http://wwkipday.com      თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ მონაწილეობა.

 

 

 ვნახოთ როგორ აღინიშნება წელს,13 ივნისს  მსოფლიოში ქსოვის დღე საჯაროდ სხვადასხვა ქალაქში.
                 

 

Нравится

 

სტატია: ეს საინტერესოა. | ნანახია: 1950 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]