ქსოვის საოცარი ტექნიკა ენტრელაკი საოცრად საინტერესო, ლამაზი,არაჩვეულებრივი, საკმაოდ უჩვეულო და განუმეორებელი სტილით ხასიათდება.
საკმაოდ რთულია ამ ტექნიკის ისტორია და ამავე დროს საინტერესო, ვიტყოდი დეტექტიური ისტორიაა...
ენტრელაკი - «entrelacer» ფრანგული სიტყვაა. (რუსულად რომ გადაითარგმნოს ნიშნავს ,,чересстрочная,, ქართულად-მორიგეობითი) ინგლისურენოვანი საიტები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ,რომ "entrelac" ფრანგული ტერმინია და სწორედ აქედან წარმოიშვა ქსოვის ტექნიკის ,,ენტრელაკის"სახელწოდებაც.სხვადსხვა წყაროები ამ ქსოვის ტექნიკას სხვადასხვანაირად უწოდებენ.უნდა აღინიშნოს წიგნი,(იხ.ქვემოთ)რომლის ავტორი შესავალში სწორედ ასე მიუთითებს.ამ ტექნიკას ასე იმიტომ ჰქვია,რომ ცოტათი წააგავს დაწნულ კალათას ან ჭადრაკის სახეს.ძირითადი ნაყში შესდგება სამკუთხედისა და მართკუთხედისაგან,რომლებიც იქსოვება წაღმა მხრიდან.მთავარია იცოდეთ ამ ქსოვის ტექნიკის პრინციპი.შეიძლება მოიქსოვოს ნებისმიერი ნაყშით,ნებისმიერი ფერთა შეხამებით სხვადასხვა მოდელი დაწყებული აქსექსუარებიდან დამთავრებული ტანსაცმლით (ჟაკეტი, ჟილეტი,ჯემპრი, შარფი, ქუდი, ბერეტი,წინდა და სხვა)ეს ტექნიკა თავისი ორიგინალური, უნიკალური სტილით იმსახურებს ყურადღებას.შეიძლება შემორჩენილი გაქვთ ძაფები,რომებიც სხვადასხვაფერია და ამ ქსოვის ტექნიკით შეიძლება მოიქსოვოს პლედები,ადიელები.
ქსოვის ეს ტექნიკა მკიცედ შევიდა ბოლო წლების მოდაში ქსოვის ეს ტექნიკა სრულდება ფერადი ძაფების საშუალებით,სწორი და არასწორი ანუ უკუღმა მხარეს,შეიძლება მოიქსოვოს როგორც ერთი ფერის ძაფით,ასევე ორი ფერის და მრავალი ფერის ძაფითაც-ფერთა მონაცვლეობით.ერთი ფერის ნართით- ძალიან ეფექტური და შთამბეჭდავი სახეა რელიეფური და აჟურული.
ენტრელაკი -ქსოვის სახეობაა, რომელიც იქსოვება ძაფის გაწყვეტის გარეშე. ენტრელაკს ადარებენ ეგრეთწოდებულ ''печворк'' ან ''интарсия '' ან ''лоскутки печворка'' გამოდის რომ ენტრელაკი ეს არის სხვა არაფერი,როგორი სახის ტექნიკაა პათცჰშორკ, განსხვავება მათ შორის ის არის რომ ქსოვის დროს ნართი უნდა მოიწყვიტოს თუ არა.ზოგჯერ ეს ტექნიკა მოხსენებუ- ლია როგორც''ქსოვის წვნა,ჩაწვნა ''.ქსოვის ნაწილები იქსოვება პერპენდიკულარულად ერთმანეთის მიმართულებით ძაფის გაწყვეტის გარეშე.სწორედ ეს მეთოდი გამოიყენება ენტრელაკის ქსოვის დროს. ნაქსოვი იქსოვება ძაფის გაწყვეტის გარეშე, ისე რომ რჩება შთაბეჭდილება რომ მოქსოვილია ნარჩენი,ნაწყვეტ-ნაწყვეტი ძაფებით. არა და ნაქსოვი ერთ მთლიანობას შეადგენს.ამ ქსოვის ტექნიკის მთელი საიდუმლო სწორედ ეს მეთოდია.ქსოვის დროს თუ რაიმე შეცდომა დაუშვით შეიძლება დაშალოთ და ხელმეორედ მოქსოვოთ, ნაქსოვი ამ შემთხვევაში არ გაფუჭდება,იქსოვება კუთხეებზე და მიიღება ქსოვილი,რომელიც შესდგება სხვადასხვა მიმართულებით განსხვავებულ ორიენტირებულ ოთხკუთხედს,რომელიც მოგვაგონებს კალათის წნულს.
დაბრუნება
|