მასალა და ინსტრუმენტები
დამხმარე ხელსაწყოები ქსოვისათვის
ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვის დროს გამოიყენება დამხმარე ხელსაწყოები. ამ სტატიაში მექნება სხვადასხვა სახის ინსტრუმენტის მოკლე მიმოხილვა. თანამე- დროვე ტექნოლოგიები და მწარმოებლები ქსოვის მოყვარულებს უამრავ არჩე- ვანს სთავაზობს.
1. პირველ რიგში საჭიროა საქსოვი ძაფი.
2.საქსოვი ჩხირები.
3.საქსოვი ყაისნაღი.
4. ჩხირების და ყაისნაღის გასაზომი ხელსაწყო, (სპეციალური გასაზომი სახაზავი, ტრაფარეტი,კალიბრატორი, კალკულატორი) რომელიც დაგეხმარე- ბათ განსაზღვროთ ჩხირის და ყაისნაღის ზომა. თუ რა ზომის ჩხირებით ან ყაისნაღით აპირებთ მუშაობას, ამ ხელსაწყოს მეშვეობით იოლად შეარჩევთ. აღნიშნული ხვრელები ემთხვევა ჩხირების და ყაისნაღის დიამეტრს.
5.მარკერები (მარკერების რგოლები ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვისათვის). მარკერებით შეგიძლიათ აღნიშნოთ გათვალისწინებული რიგი. მაგალითად, მე ვიყენებ, როდესაც ვქსოვ წრიულ ჩხირებზე ახალი რიგის დასაწყებად.
უბრალოდ დააყენეთ მარკერი დანიშნულ ადგილას და როდესაც მიხვალთ იმ ადგილამდე, სადაც მარკერი არის, გადაადგილეთ ის მეორე ჩხირზე და გააგრძელეთ ქსოვა.
ასევე თქვენ შეგიძლიათ მარკერი (ბულავკის მაგვარი თუ არის) დაამაგროთ მოქსოვილი თვალის მეშვეობით.
მარკერები არის სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა ზომის.
6. რიგის მთვლელი ანუ მრიცხველი ჩხირების და ყაისნაღის ქსოვისთვის ძალიან საჭირო ხელსაწყოა, როგორც გამოცდილი,ისე ახალბედა მქსოველე- ბისათვის. უბრალოდ ჩამოაცვით ჩხირზე და ყოველ მოქსოვილ რიგზე შეცვა -ლეთ ნომრები. თქვენ უკვე აღარ დაგჭირდებათ ფურცელზე დაწერა ან დამახსოვრება, თუ რამდენი რიგი მოქსოვეთ.
ასეთი აქსესუარი მხოლოდ ჩხირებისთვისაა განკუთვნილი.ლურჯი ფერის პატარა ზომისაა და №4 ჩხირს უდგება. წითელს კი აქვს რგოლი და №8 ჩხირს უდგება.
ეს ხელსაწყო მექანიკურია და არ დაგავიწყდეთ ყოველი მოქსოვილ რიგზე შეცვალოთ ნომრები.მაქსიმალური 99 რიცხვია.რიგების მთვლელი დაგეხმა- რებათ ყაისნაღით ქსოვის დროს, თუ ხელსაწყო ახლოს გექნებათ ან გაუკე- თოთ გულსაკიდი და ყელზე ჩამოიკიდოთ.
რიგების მთვლელი ჩხირების და ყაისნაღის ქსოვისთვის, რომელიც ძალიან მოსახერხებელია.
საკმარისია ერთი დაწკაპუნება ღილაკზე და მოქსოვილი რიგი დათვლილია, შეიძლება ქსოვის დროს გულსაკიდი ყელზე ჩამოიკიდოთ, რომ არ დაგე- კარგოთ.
ხელის მექანიკური მარტივი მთვლელი. ყოველთვის ღილაკზე დაწკაპებით დააფიქსირებთ მოქსოვილ რიგს.მთვლელი მექანიკურია და არ საჭიროებს ელემენტებს.მაქსიმალური რიცხვი:9999. წონა:61გრამი.
ყველაზე მოსახერხებელი აქსესუარი: თითზე დასამაგრებელი ქსოვის რიგების ელექტრონული მრიცხველი ძალიან მარტივია გამოსაყენებლად. თითზე ადვილად მაგრდება. აქსესუარი შეგიძლიათ ყველგან ატაროთ, პატარაა და მისი წონა 20 გრამია. აქვს ორი ღილაკი.დიდი ღილაკი გამოიყენება რიგების მრიცხვე- ლად.ყოველი მოქსოვილი რიგის შემდეგ დააწკაპეთ დიდ ღილაკს. მუშაობს ელე- მენტებით და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეცვალოთ.
7. ბუნიკი წარმოადგენს რეზინის ან პლასტმასისგან დამზადებულ ცილინ -დრის ფორმის ფიგურას, რომელიც ჩხირების ბოლოზე მაგრდება. ეს აქსე -სუარი ჩხირებიდან თვლების გაპარვას უშლის ხელს, ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შემთხვევით თვლების ჩამოცურება (გაქცევა),არა მხოლოდ ქსოვის დროს, არამედ როდესაც აღარ ქსოვთ.
ამჟამად იყიდება სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ფერის ბუნიკები.
როდესაც აღარ ქსოვთ ასეთი ჩხირებზე ჩამოსაცმელი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვლების გაპარვა.
თქვენ შეგიძლიათ მათ მაგივრად გამოიყენოთ საშლელი.
8. დამხმარე ჩხირები გამოიყენება ,, ნაწნავების,,(რვიანების, არანების) ქსოვის დროს. გადაჯვარედინებული თვლები ძირითადი ჩხირებიდან დამხმარე ჩხი- რებზე გადადის.ჩხირის მოხრილობა თვლების გამოცურებას ხელს უშლის. დამხმარე ჩხირები მოკლეა. არის როგორც სწორი, ისე მოხრილი. დამხმარე ჩხირის ნომერი ანუ ზომა უნდა შეესაბამებოდეს ძირითადი ჩხირების ზომას.
9. ინგლისური ქინძისთავი.კომფორტული ბულავკა ქსოვისათვის გამოი -ყენება, იმისათვის რომ მოხსნათ ჩხირებიდან საჭირო რაოდენობის თვლები და გადაიტანოთ მასზე ღია თვლები.
10.ჩვეულებრივი ბულავკა გამოიყენება იმისათვის რომ, მოხსნათ ჩხირებიდან მცირე რაოდენობის თვლები და გადაიტანოთ მასზე ღია თვლები. მაგ:ხელთათ- მანის ქსოვის დროს ბულავკის გამოყენება უფრო კომფორტულია,ვიდრე დამხმა- რე ჩხირების გამოყენება.
11.სანტიმეტრული ლენტი (სანტიმეტრი) ემსახურება ზომების აღებას.
12. მოქსოვილი ნივთების აკინძვის ან გაკერვის დროს გამოიყენება მსხვილი გრძელყუნწიანი ნემსები ლითონის ან პლასტმასის ბლაგი წვერით. ლითონის ნემსები უფრო გამძლეა, ვიდრე პლასტმასის.
13. მაკრატელი.
ერგონომიული მაკრატელი კომფორტული სახმარია და ძაფის მოჭრის შეუცვლელი ინსტრუმენტია,ავტომატურად უბრუნდება საწყის პოზიციას. მაკრატელს აქვს დამცავი სახურავი.
14. სპეციალური თითზე ჩამოსაცმელი პლასტმასისისგან დამზადებული სა-თითე დაგეხმარებათ და გაგიადვილებთ ჟაკარდების ქსოვას. (ნორვეგიული ჟაკარდის ტექნიკა, ქართული ორნამენტების და სხვა).ეს აქსესუარი უნდა ჩამო- იცვათ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე. ამ ხელსაწყოს მეშვეობით იოლი იქნება სხვადასხვაფერი ძაფით მოქსოვა.
15. ბობინა - (კოჭი), რომელზედაც ეხვევა საქსოვი ძაფი (მავთული,საკერავი ძაფი, ლენტი). პლასტმასის ბობინები ან კოჭები გამოიყენება ,,ინტრასიის,, ქსოვის დროს. ( სხვადასხვა ფერის ძაფებით, ორნამენტებით ქსოვა ).
თითოეულ ბობინზე ახვეული სხვადასხვაფერი ძაფები ქსოვის დროს ერთმა- ნეთში არ აიხლართებიან. ნებისმიერი ტიპის და ზომის ბობინებზე მუშაობის დროს საკმარისია საჭირო რაოდენობის ძაფი გამოუშვათ(დაახლოვებით12-20 სმ), წინააღმდეგ შემთხვევაში ძაფები ერთმანეთში გადაიხლართებიან. (თუ გამუშვებთ ბობინიდან საჭირო რაოდენობაზე მეტ ძაფს)
თუ არ გაქვთ ბობინები ან კოჭები გამოიჭერით თქვენ თვითონ მუყაოსაგან კვადრატული ფორმის ფიგურები. მათ მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ სარეცხის ,,შპილკები,,(სარეცხის სამაგრები).
16.პომპონების დასამზადებელი ხელსაწყო.(პომპონი-ძაფის, ბეწვის, ქაღალ-დის,ლენტისაგან გაკეთებული ბურთულაკი)ამ ხელსაწყოს დახმარებით თქვენ შეძლებთ მარტივად და სწრაფად პომპონების დამზადებას ტანსაცმლისათვის ან სახლის დეკორის გასაფორმებლად. პომპონების დასამზადებელი პლასტმასის ხელსაწყო არის მრგვალი (გულის) ფორმის და სხვადასხვა ზომის.
ასეთი რგოლები შეგიძლიათ გააკეთოთ მუყაოთი, როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები. გამოჭერით სასურველი ზომის 2 ცალი ერთნაირი რგოლი, შეატყუპეთ და დაახვიეთ მასზე საჭირო რაოდენობის ძაფი.
17.
დაბრუნება
|