მოგესალმებით !

საიტის შესახებ...

 

 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს საიტზე.  საიტი ახალი შექმნილია  და მისი

განვითარება, დახვეწა ნელ-ნელა იქნება. გაეცანით  და   წაიკითხეთ   სტატიები, 

დატოვეთ  კომენტარები  და  გაგვიზიარეთ  თქვენი იდეებიც.  არ არის  საიტები

შექმნილი ქართულად ხელსაქმეს (ქსოვის ) შესახებ,არადა საქართველოში ქალი

ოდითგანვე ქსოვდა, ქარგავდა. უამრავი  საიტი არის სხვადასხვა  ენაზე, მაგრამ

ქართულად     ნამდვილად      არ არის.    ასევე   ქსოვის   შესწავლა   ვიდეოებით,

საერთოდ   არ გვხვდება  კი არა და არ  არის.   რა გვიშლის ხელს?   ყველამ  რომ

თითო-ოროლა დადოს ვიდეო და დაწეროს ქსოვის შესახებ  დიდი მისწრება და

მიღწევაა. 

        და მაინც რატომ შეიქმნაეს საიტი? ჩემი საიტის შექმნის იდეა გამიჩნდა მას

შემდეგ, რაც ინტერნეტში მომქანცველი უშედეგო ძებნის შემდეგ ვერ ვიპოვნე

ქართულად ხელსაქმე   ,,ქსოვა".  ჩემი   საიტის    მიზანია შეძლებისდაგვარად

ქსოვის    დამწყებთათვის   და ქსოვის   მოყვარულთათვის   ქსოვის  შესწავლა,   

საინტერესო სტატიების დაწერა და გამოქვეყნება,(ვიდეოებსაც  გადავიღებ და

დავდებ როგორ იქსოვება   ესა თუ  ის   უზორი  ანუ სახე,  ფაჩუჩები, წინდები,

ხელთათმანები,   ქუდები.  რასაც ვისწავლი  იმასაც   დავწერ).

მე    არა   ვარ   პროფესიონალი    და    დიდოსტატი    ამ საქმეში,  არ    მაქვს  

გავლილი ქსოვის კურსები,მაგრამ მაქვს ზოგადი გამოცდილება ამ ხელსაქმე-

ში და მზად ვარ ეს გამოცდილება გავუზიარო ახალბედებს, მათ ვინც პირველ

ნაბიჯებს დგამს ,,ქსოვის სამყაროში". ჩემი აზრით გარკვეულწილად   გაადვი -

ლებს    თქვენთვის ქსოვის შესწავლას.  ,,ასწავლე  საქართველოსთვის"   გულის

სიღრმეში და გრძნობა–გონებაში ეს მიდევს ფიქრად და ეს   ფიქრი რეალობაში

რომ მოვიყვანო  ძალიან ბევრი შრომაა საჭირო.ეს საიტი შექმნილია  არა მარტო  

ქსოვის  მოყვარულთა ადამიანებისათვის,   არამედ  დამწყები  დიასახლისების,

კულინარიის მოყვარულთათვის და ა.შ.   ვიმედოვნებ რომ იქნება ყველა თაობი-

სათვის   საინტერესო და სასარგებლო.    ფორუმში    შესალებლობა   მოგეცემათ  

შექმნათ  თემები, დაწეროთ რჩევები, წიკითხოთ და ა.შ. იმედია    მოგეწონებათ

 ჩემი საიტი და ხშირი  სტუმარი      იქნებით,   თქვენ    შეგიძლიათ     დატოვოთ  

თქვენი   შთაბეჭდილებები, კომენტარები,   შეკითხვები,სურვილები,თხოვნები,  

სიახლეები,    თქვენი   იდეები. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და  იდეა ამა თუ იმ

საკითხთან დაკავშირებით.მოხარული ვიქნები     თუ       იპოვნით  თქვენთვის

სასარ გებლო და საინტერესო    ინფორმაციას, თითოეულ     თქვენგანს  ეძლევა

საშუალება დაამატოთ თქვენი და თქვენი  საყვარელი  ოჯახის  რეცეპტი,რჩევე -

ბი, ფოტოები თუ რა ხელნაკეთი გაქვთ   (ეს იქნება მოქსოვილი, შეკერილი  და  

ა.შ.   მნიშვნელობა არა აქვს) და ორიოდე სიტყვით აღწეროთ მუშაობის მსვლე -

ლობის პროცესი  და  ა.შ.

   საკონტაქტო ინფორმაცია!        

  qsova.com@mail.ru

თქვენი კომენტარები, თხოვნები, შეკითხვები,, შევეცდები გიპასუხოთ უმოკლესს დროში.  

 

პატივისცემით თინათინი