,,მე მიყვარს ქსოვა,,  

 

ბავშვობაში ჩხირებით  ვქსოვდი. ყველაზე მარტივი    “წაღმა”   თვლებით    მოქსოვაა. ასაწყისად   მართლაც   რომ   მარტივად შესაჩვევია.      ქსოვა     სწორედ       ამით დავიწყე  -  წაღმა    თვლებით     (მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი,რომ დიდმა ბებიამ მასწავლა  ორი ჩხირით  ქსოვა,   თავიდან   დაწყება    გამიჭირდა,   ბებომ    თვლები  ამოიყვანა, მომაწოდა  ნაქსოვი  და   მერე თვითონ გავქსოვე, დაწყება  მიჭირდა  და ყოველთვის დიდ ბებიას  ვაწუხებდი,  არ უსაყვედურია   და   არ   მსაყვედურობდა ბებო,       არ უთქვია     ჩემთვის,     საქმეს მომაცდინეო,  მითუმეტეს   ბოსტანში  და ვენახში სულ საქმე  ჰქონდა და ფუსფუსებ- და).      ბებომ    ისეთი   კოხტად     იცოდა თვლების   გამოქსოვა,   რომ   ჩემი ნაქსოვი   მასთან  შესადარიც არ იყო,  თუმცა ,,რაღაც,,  რომ მოვქსოვე თოჯინისთვის   ის იყო ჩემი პირველი გამოცდილება.   თუ ნაქსოვი არ მომეწონებო -და  დავარღვევდი, დავშლიდი   ნაქსოვს   და   ხელმეორედ  გავქსოვდი.მის მერე მოცალეობის ჟამს ყოველთვის  ვქსოვდი  ფაჩუჩებს,  წინდებს.  საკმაოდ   მოგვიანებით   (უკვე  ინტერნეტის მეშვეობით ყაისნაღით ქსოვა ვისწავლე).  ქსოვის შესწავლის, სურვილის და ფანტაზიის  გარდა კიდევ ორი ატრიბუტია: ძაფი და ჩხირები (ყაისნაღი).  

       ჩემი საიტის შექმნის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში მომქანცველი უშედეგო ძებნის შემდეგ ვერ ვიპოვნე ქართულად ხელსაქმე ,,ქსოვა".
       ჩემი საიტის მიზანია შეძლებისდაგვარად ქსოვის დამწყებთათვის და  ქსოვის მოყვარულ- თათვის ქსოვის   შესწავლა,   საინტერესო    სტატიების დაწერა და გამოქვეყნება, (ვიდეოებსაც გადავიღებ და დავდებ როგორ იქსოვება ესა თუ ის უზორი ანუ  სახე,ნახჭი, ფაჩუჩები, წინდე- ბი ...დავწერო რჩევები,შესაძლებელი იქნება ასევე მკითხველების მიერ დამატებული ფოტოები,სტატიები,რჩევები,ვიდეოები და ა.შ.).
       მე   არა   ვარ   პროფესიონალი   და დიდოსტატი   ამ   საქმეში, არ მაქვს გავლილი ქსოვის კურსები,  მაგრამ   მაქვს  ზოგადი გამოცდილება ამ ხელსაქმეში და მზად ვარ ეს გამოცდილება გავუზიარო  ახალბედებს, მათ ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ,,ქსოვის სამყაროში".ჩემი აზრით გარკვეულწილად  გაადვილებს  თქვენთვის   ქსოვის შესწავლას.,,ასწავლე საქართველოსთვის" გულის   სიღრმეში   და   გრძნობა–გონებაში ეს მიდევს ფიქრად და ეს ფიქრი რეალობაში რომ მოვიყვანო ძალიან ბევრი შრომაა საჭირო.(იხილეთ განყოფილება''ქსოვ"). .იმედი მაქვს, ჩემი გაკვეთილები  გამოადგება  ყველას,  ვინც დაინტერესებულია   ქსოვის   ტექნიკას დაეუფლოს.

პატივისცემით თინათინი.

08.06.2015წ.

 

     იხილეთ  ქვემოთ მოყვანილი  საინტერესო სტატიები:

                                                                   რა არის ქსოვა? 

    ქსოვის ისტორია 

    ქსოვის ისტორია საქართველოში 

     და კიდევ ბევრი სტატიები