მთავარი » ქსოვა » ქსოვა დამწყებთათვის » ნართის შესახებ

ნართის სახეობები(გაგრძელება)

 

აქლემი

WK - Cammello/ Camel/ Kamel Chamean - აქლემის მატყლისაგან დამზადებუ ლი  შალის ბოჭკო. აქლემის ბეწვი მეტად სხვადასხვაგვარია. წმინდა და რბილი აქლემის შალი მიიღება ახალგაზრდა არამუშა აქლემების ეწვის ჩამონა ვარცხნისგან,რომლისგანაც ჩამოივა რცხნება რბილი თივთიკის მატყლი, რომელ საც ტაილაკი ეწოდება. 

              

 

✔️მოზრდილი აქლემის მატყლი შედგება შედარებით უხეში ბეწვისაგან. ბეწვის ჩამოვარცხნა ხდება 5 წელიწადში ერთხელ, რაც განაპირობებს ამ შალის ფასეულობას. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კილოგრამამდეა (ზოგისა 13 კგ-მდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე.ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. რა არის კანძი? (მატყლის) ერთი ცხვრის ნაპარსი გადახვეული, გაჩეჩილი მატყლის ერთი გადახვევა. მატყლის დიდ უმეტესობას ცხვარი იძლევა, შემდეგ აქლემი,თხა და სხვა ცხოველები. აქლემის შალის დამახასიათებელი თვისებაა ტალღოვნება და განსაკუთრებულად დაბალი წონა მის მოცულობასთან შედარებით. ის ორჯ ერ უფრო მსუბუქია ვიდრე ცხვრისმატყლი.

✔️აქლემის შალისგან დამზადებული ნაწარმი მეტად მედეგია დაბინძურების მიმართ, ამი ტომ ნაწარმი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავეს. აქლემის შალი შეიცავს ლანოლინსდა ცვილს, რომლებიც ახდენენ ადამიანის ორგანიზმის მიერ გამო მუშავებუ ლი ტოქსინების ნეიტრალიზებას.ის ორგანიზ მზე გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავე ბელ ზემოქმედებას ახდენს.

✔️აქლემის ბოჭკო გამოირჩევა ჰიგროსკოპულობით, ჰიპოალერგიულობით, თბოიზოლაციის მაღალი დონით. აქლემის ბეწვს ახასიათებს დიდი გამძლეობა და დაბალი სითბო გამტარიანობა.  ნატურალური ას პროცენტიანი აქლემის შალი იკბინება, ამიტომ სჯობს შერეული სახის იყიდოთ აკრილთან, გააჩნია მწარმოებელს და ძაფის გადამუშავების ხარისხსაც.

✔️აქლემის შალი კარგად არ იღებება, მაგრამ გააჩნია საკუთარი თბილ ფერთა გამა. ნატურა ლური აქლემის მატყლს არ აქვს მდიდარი ფერის დიაპაზონი და ის შეიძლება იყოს მხოლოდ მუქი ყავისფერი,მუქი წაბლისფერი, ღია ყავისფერი,ღია ან მუქი თაფლისფერი, ღია ვარდისფერი.

✔️იყიდება როგორც ხელით შეღებილი აქლემის ძაფი,ასევე ხელოვნურად შეღებილი და ხშირ შემთხვევაში არის მელანჟის სახით, ურევენ სხვადასხვა სახის ბოჭკოებს,მაგალი თად აკრილი, ან აბრეშუმი,ალპაკა,მერინოსი, და სხვა და ასეთი სახით მიღებული ,, აქლემის ძაფი,, არის სხვადასხვა ფერის. ასევე აქლემის მატყლი გამოიყენება საბნების,ბალიშების,ლეიბების და ტრიკოტაჟის წარმოებაში.

✔️საბანი აქლემის ბეწვით საკმაოდ მკვრივი საბანია, კარგი ზედაპირით. ძალიან თბილია, მაგრამ მსუბუქი, ზამთრისთვის იდეა ლურია.აქლემის 100% ნატურალური ბეწვის სამკურნალო საბანი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას    და  ამშვიდებს ნერვიულ სისტემას.

        

 აქრობს გარკვეულ ანთებით პროცესებსა და ხსნის კუნთის ტკივილს.ინარჩუნებს სხეულის ოპტიმალურ ტემპერატურას.ასევე აქლემის ლეიბი განუმეორებელია ცივ ზამთ რის პერიოდში.

 

 

იაკი

  WY - Yach/ Yak/ Yack–იაკის შალის ქსოვილი.თანამედროვე სამყაროში ყველაზე პოპულარული გახდა მონღოლური იაკის, აქლემის და მონღოლური თხისაგან დამზადებული პროდუქცია.იაკის ბეწვი არის ეგზოტიკური და არაჩვეულებრივი მასალა, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ტექსტილის ინდუსტრიაში.  ტანსაცმლის გარდა, მას იყენებენ ისეთი პროდუქტების წარმოებისთვის, როგორიცაა საბნები, პლედები,ადიელები, შარფები და სხვა იაკის სამშობლო ტიბეტია, სადაც გარეული იაკი ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლემდე ბინადრობს. საბჭოთა კავშირის დროს შინაური იაკი კავკასიაში, კერძოდ კი აზერბაიჯანში, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში და კაბარდო-ბალყარეთში  გაავრცელეს.იძლევა კარგ რძეს,ხორცს და ბეწვს.ის შავი ან მუქი წაბლისფერია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი.    გარეული იაკები ხში რად მუქია, შინაური იაკები მრავალ ფეროვანია ფერით, სხეული დაფა რულია ხშირი თივთივის ბეწვით გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. იაკები ცხოვრობენ ძალიან რთულ ბუნებრივ პირობებში, სადაც მუდმივად ტემპერატურა დაბალია. ცხოველს სქელი ბალანი საშუალებას აძლევს არამარტო მუდმივად სიცივეში, არამედ გაყინულ ცივ ადგილზეც დაძინება, მისი ბალანი არ იწოვს ტენიანობას და კარგად იცავს ყინვისაგან. ამიტომ მონღოლური იაკის მატყლი ძალიან ძვირფასია.იაკის ბოჭკო ხასიათდება ჰიგროსკოპულობით ჰიპოალერგიულობით, ტენიან სივრცეში ნელა სველდება, არ იჭმუჭნება. შეუძლია აითვისოს ტენიანობა საკუთარი წონის 33% -მდე და ატმოსფეროში გაიაროს იგი, ხოლო შეხებით მშრალი რჩება. ბამბაც კი, რომლის მოქსოვილ სამოსაც ატარებენ ჩვენი შვილები და ჩვენც და მოზარდებიც ვცდილობთ ჩავიცვათ, მხოლოდ 8% ტენიანობას შთანთქავს. ხელოვნური ბოჭკო საერთოდ არ აღიქვამს ტენიანობას და არ აორთქლებს მას.ტენიანობის შთანთქვით, მატყლი წარმოქმნის სითბოს,რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას  

იაკის ბეწვისაგან მოქსოვოლი სამოსი თბილია ქაშმირის და აქლემის ძაფზე მეტად. მისგან დამზადებული პროდუქციის განსაკუთრებული თვისებაა სითბოს შენარჩუნების უნიკალური უნარი, სიმსუბუქე და სირბილე, ეს თავისებურება განპირობებულია იმით, რომ იაკებს არ კრეჭავენ, მას ვარცხნიან ხელით სპეციალური სავარცხელით. იმისათვის, რომ არ შეცდეთ თქვენს არჩევანში და დარწმუნდეთ იმაში, რომ ყიდულობთ მონღოლური იაკის ძაფს ან მისგან დამზადებულ ნაწარმს,უნდა იცოდეთ რამდენიმე საკითხი. ნატურალური იაკის მატყლს არ აქვს მდიდარი ფერის დიაპაზონი და ის შეიძლება იყოს მხოლოდ ყავისფერი, წაბლისფერი, ღია ყავისფერი ან ნაცრისფერი ან მუქი ნაცრისფერი. ხშირად მწარმოებლები ღებავენ და ურევენ სხვადასხვა სახის ბოჭკოებს.  მაგალითად აკრილი, ან აბრეშუმი,ალპაკა,მერინოსი, და სხვა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მათი გარეცხვაც მარტივია. რეცხავთ ან ხელით ან სარეცხის მანქანაში სპეციალურ რეჟიმზე.  ახალგაზრდა ცხოველების თხელი ბეწვი გამოიყენება ტანსაცმლის დასამზადებლად, ხოლო ზრდასრული იაკების გრძელი ბეწვი გამოიყენება საბნების, კარვების დასამზადებლად.

           

იაკის ნართი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული და მაღალი ხარისხი საა. ნაქსოვი არ იჩხვლიტება და არ იკბინება, არ აღიზიანებს კანს,ამ ნართით მოქსოვილი თბილი,რბილი და მსუბუქი ნაწარმი პოპულარულია ბავშვთა ტანსაცმლის წარმოებაში.

                                       

შალის ეს ნართი სტრუქტურით ძალიან ჰგავს    ადამიანის თმას და კანთან შეხები სას შეიგრძნობა კომფორტი, მგრძნობიარე  კანისათვის   ნაქსოვი არ იწვევს გაღიზანე ბას და ჩხვლეტის და ქავილის შეგრძნებას. ითვლება, რომ იაკის ბეწვი, არის სამკურნა ლო, ამსუბუქებს ან ხსნის თავის ტკივილს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას  და ამ ცირებს სახსრების  ტკივილს. რეკომენდე ბულია ასევე იმ ადამიანებისათვის, ვისაც აწუხებს : რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი და სხვა.იაკის ძაფისაგან მოქსოვილი სამოსი,თავისუ ფალი ჰაერის  ცირკულაცი ით გამორიცხავს სხეულის გადახურებას და ჰიპოთერმიას  მხოლოდ  ადამიანის სხეულის ტემპერატურაა დაცული, რაც ხელს უშლის გაციების წარმოქმნას,შიგ ნით ინახავს ადამიანის სხეულის სითბოს. ამიტომაც გასაკვირი არ არის,რომ უდაბნოების მკვიდრნი დღემდე ატარებენ შალისაგან დამზადებულ ბურნუსს,

 ბურნუსი (არაბ.) გრძელი, კაპიუშონიანი მოსასხამი, ატარებენ ბედუინები რომლებიც იცავს მათ თავს დღის განმავლობაში მცხუნვარე მზისგან და ღამით სიცივისგან ამიტომ, ღირს მინიმუმ ერთი ნივთი მაინც გაკეთდეს იაკის მატყლის საფუძველზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნართი ძალიან პოპულარულია. ტიბეტური და მონღოლური იაკისგან დამზადებული ტანსაცმელი ერთ-ერთი "ყველაზე თბილია" და მრავალი წლის გამოყენების შემდეგაც არ კარგავს გარეგნობას.

 

ძაღლის ბეწვი.

აღლის ბეწვისაგან დამზადებუ ლი შალს უწოდებენ ,,შენგორა,,-ს. სიტყვა - Шьенгора , შენგორა ფრანგულიდან «шьен» (собака,ძაღლი) და «ангора ანგორა» შენგო- რა არის 80% თბილი, ვიდრე ცხვრის მატყლი, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა - "მშრალი სითბო" - რომელიც,მას სამკურნალოს ხდის.

დღევანდელ დღეს ძაღლის ბეწვის შალი გამოიყენება იშვიათად, მას აწარმოებენ ხელსაქმის მცოდნე ქალბატონები ან ისინი ვინც ძაღლის ბეწვის წარმოებას მისდევს. ძაღლის ბეწვს უამრავი დადებითი თვისება ახასიათებს.

ის თბილი და მსუბუქია, არ ითელება, არ ახასიათებს ნაწარმის შეკლება. ის დროში გამოცდილი ერთადერთი საშუალებაა ტკივილისაგან თავის დასაღწევად რადიკულიტის, ქრონიკულ ბრონქიტს, ოსტეოქონდროზის, თირკმლის დაავადების დროს.

ძაღლის შალი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზემოქმედებენ ადამნიანის კანზე და ანეიტრალებენ უარყოფით ელექტრომუხტს სხეულის ზედაპირზე.

ის კარგად ინარჩუნებს სითბოს, კანზე ახდენს „ჩხვლეტის“ ეფექტს, რაც უზრუნველყოფს მტკივნეული ადგილისკენ სისხლის ძლიერ მოდინებას.

 

ძაღლის შალისგან დამზადებული ნართი კარგად შეიწოვს ტენს (საკუთარი წონის 35-50%-მდე.

წელისა და ზურგის არეში ტკივილების დროს სასარგებლოა ძაღლის ბეწვისგან დამზადებული ქამრის ტარება. უმატებენ ხშირად ცხვირის მატყლს ან იშვიათად ამ სახის შალს უმატებენ კატის ბეწვს.

ამ ძაფით იქსოვება და ქსოვენ: სვიტერი, ქუდი,ჯემპრი, პალტო, წინდა, ფაჩუჩი, სამუხლეები, წელის ქამარი, ჩულქები და  სხვა.

ქსოვაში გამო იყენება შემდეგი ძაღლის ბეწვი: ავღანური მწევარი, კავკასიური და აზიური ავჩარკა, ლაიკი, ნიუფაუნდლენდი, ჩაუ-ჩაუ, ძაღლი კოლი, ოქროს რეტრივერი, მალტიური ბალონკა,სამოედი, პუდელი, ლაბრადორი, ავღანური მწევარი, რუსული შავი ტერიერი,ავსტრალიური ნაგაზი და სხვა. მაგალითად: ავღანური მწევარი ხშირი, გრძელი ბეწვი ავღანს სიცივისგან იცავს, თუმცა ყოველდღე დავარცხნა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ითელება. დასავლეთ ციმბირული ლაიკის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, შავი-თეთრით, მურა-ჟღალი,. ძაღლი ძალიან სუფთაა, ბეწვი მუდმივ მოვლას არ საჭიროებს. ნიუფაუნდლენდის ბალანი ყავისფერი, ან შავია, მაგრამ ზოგჯერ ნაცრისფერიც გვხვდება. ნიუფაუნდლენდის ბალანი ხშირია და მოუხეშავი, სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ძალიან სქელი კუდი ხშირი ბალნითაა დაფარული.

 

 

ჩაუ-ჩაუს ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება. ბალანი შეიძლება იყოს კრემისფერი, მოწითალო-ჟღალი, ცისფერი, შავი. კოლის გრძელი, სქელი, ორმაგი ბეწვი, სიასამურის ფერი, სამფერი, ცისფერი მარმარილოს ფერი.მოკლებეწვიან კოლის მოკლე, უხეში და ტანზე დაწოლილი ბეწვი აქვს. უხეშ ბეწვიანის თვალისმომჭრელ უხეშ ბეწვს ჭუჭყი თითქმის არ ეკარება, მის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად საკმარისია კვირაში ერთხელ დავარცხნა ძაღლის ბეწვს ასევე სამკურნალო თვისებები აქვს.

ჩაუ-ჩაუს შალი ყელის ტკივილს კურნავს, ბალონკა დაავადებას- გინეკოლოგიის სფეროში მოსკოვური საყარაულო (რუს. Московская сторожевая)ძაღლის ჯიში რადიკულიტს კავკასიური სურდოს და გაციებას, აღმოსავლეთ ევროპული ავჩარკა-წელი, სახსრები და კუნთების იოგები.  

 

 

 

 


სტატია: ნართის შესახებ | ნანახია: 835 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]