მთავარი » ქსოვა » ეს საინტერესოა... » ეს საინტერესოა.

ბებიას კვადრატები

 

 

 

                   

 

ეს ძალიან საინტერესოა! ქართულ ვებ საიტებზე არავითარი სტატია არაა ქართულად ბებოს კვადრატების შესახებ! გთხოვთ წაიკითხოთ,გააზიაროთ, მოიწონოთ და დატოვოთ კომენტარები...იცით რა არის ,,ბებოს კვადრატი?,, რატომ ეძახიან ასე?

 ბებიას კვადრატი ეს ძალიან ძალიან ადვილია, თვით დამწყებიც კი შესძლებს მოქსოვას! ჩემს პატარა ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა ხელით ნაქსოვი ნივთები.საკუთარი ხელით ნაქსოვი ნივთი სასიამოვნოა დიასახლისთვის. მაღაზიაში შეუძლებელია იყოს ზუსტად ისეთი ხელით ნაყიდი მზა პლედი რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ და გსურთ გულით მოქსოვოთ.საინტერესო და სასარგებლო პატარა ნაქსოვი ნივთები და ხელნაკეთი ტექნიკა სახლს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს.ქსოვის სამყაროში ფანტაზიას არა აქვს ზღვარი, იდეები ულევია...

ჩემი სიყვარული ბებიას კვადრატისადმი დაიწყო საკმაოდ ადრე, მორჩენილი ძაფებისგან... ქსოვის ყველა მოყვარულს, დროთა განმავლობაში, დიდი რაოდენობით მორჩენილი ძაფები უგროვდება და ჩნდება კითხვა — რაში შეიძლება ამ ძაფების გამოყენება? ამ სტატიას თუ ბოლომდე წაიკითხავთ დარწმუნდებით, რომ ძაფების «კოლექციის» გამოყენების უამრავი ვარიანტი არსებობს! პატარ-პატარა გორგლებით უნიკალური აქსესუარების შექმნა შეიძლება, რომლებიც ცნობილი დიზაინერების პროექტებს არაფრით ჩამოუვარდება. მაშ, ასე, რა შეიძლება მოვქსოვოთ და რითი დავიწყოთ? ამ სტატიაში მე მინდა შევჩერდე და განვიხილო კლასიკურ ,,ბებიას კვადრატის,, ვარიანტზე და გაჩვენოთ როგორ უბრალოდ შეიძლება შეიქმნას ფერთა მონაცვლეობით ამ მოტივის სხვადასხვა მრავალფეროვანი ვარიანტი.

 

,,ბებოს კვადრატი,, ეს ძველისძველი სტილი დღემდე მიყვარს და დღემდეა პოპულარული,ეს მოტივი ძალიან ადვილი შესასრულებელია, მოქსოვს როგორც დამწყები ასევე ბავშვიც კი..... რატომ ეძახიან ყაისნაღით მოქსოვილ კვადრატებს ,,ბებიას კვადრატს,,? არსებობს ვერსია,რომ ,,ბებიას კვადრატი,, გაჩნდა ომის შემდგომ გაჭირვებულ წლებში, ქალები აგროვებდნენ ნარჩენ ძაფებს და დაგროვილი ძაფებით ქმნიდნენ უნიკალურ ნათელ, ჭრელაჭრულა კვადრატებს. ,,იმ პერიოდში იყო გაჭირვება, არ იყო გაყიდვაში ხელით ნაქსოვი ნივთები,ადიელები, პლედები,იატაკზე დასაფენი პატარა ხალიჩები...

ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი სამუშაო, მუდამ მჯდომარე მდგომარეობაში იოლი და ხელმისაწვდომი იყო ხანდაზმული ქალისთვის, რომლის ხელები იყო მარჯვე, დახვეწილი და ადაპტირებული. ქსოვდენ ბებიები საცხოვრებლის სილამაზისთვის თუ პირადი მოხმარების მიზნით ამ კვადრატებს, სწორედ აქედან გამომდინარე მოსიყვარულე ბებიას სახელწოდება მიიღო ,,ბებიას კვადრატებმა,, მინდა ავღნიშნო, რომ ისტორია ,,ბებიას კვადრატები,,, რუსულად,,Бабушкиного квадрата,, ინგლისურად «Granny Square», შემოდის ევროპის კულტურიდან.დავამთავრე რა მოგზაურობა ინტერნეტში, საბოლოოდ ვესტუმრე ვიკიპედიას, უნდა აღინიშნოს რომ განმარტება ,,ბებიას კვადრატები,, «Бабушкиного квадрата» ,ინგლისურად«Granny Square» მე ვიპოვნე ვიკიპედიაში მხოლოდ ინგლისური ვარიანტით, ქართულად არანაირი ინფორმაცია არაა არსად!!!! აი ჩემი რეზულტატი, გთხოვთ ნუ განსჯით მკაცრად, რადგან გადავთარგმნე ელექტრონული თარგმანის Google-ს მეშვეობით,სტატიაში აღნიშნავენ, რომ ,,ბებოს კვადრატი,,(( «Granny Square»)) უბრალო კვადრატული მოტივი, კვადრატის მოქსოვა იწყება ცენტრიდან ძაფების მონაცვლეობით....

სტატიაში წერია და აღნიშნულია, რომ ,,,,,ეს არის ტრადიციული ხელით ნაქსოვი მოტივი «Granny Square» («Бабушкин квадрат»),,ბებიას კვადრატი,, რომელიც მოგვაგონებს ადრინდელ ნაქსოვ უხეშ მაქმანს.,,,,,,,, და მიუხედავად იმისა რომ თეორიულად არ არსებობს მაქსიმალური ზომის საზღვრები ბებიას კვადრატებში,((((( «Granny Square» («Бабушкиного квадрата»))))) ჩვეულებრივ მქსოველები ქსოვდნენ რამდენიმე პატარა კვადრატის მოტივებს, შემდეგ კი ისინი ამ მოტივებს აერთებდნენ ერთად და ქმნიდნენ ტანისამოსს, საფულეებს, ჩანთებს, ავღანური ტიპის ადიელებს და სხვა საყოფაცხოვრებო საოჯახო ნივთებს. უნდა აღინიშნოს რომ თავდაპირველად ,,ბებოს კვადრატები, ცნობილი იყო სახელწოდე-ბით ,,Granny Square Afgan,, საქმე ის იყო, რომ , ბებიას კვადრატები ძალიან გავდა ფერად საბნებს და ფერადი ხალიჩებს, რომლებიც შემოტანილი იყო ახლო აღმოსავლეთიდან ინგლისში . 1800 წელს ინგლისში ფართოდ გახდა ცნობილი და გამოყენებადი ,,ბებიას კვადრატების,, მოტივების აღწერა. მოგვიანებით სიტყვა Afgan იყო ამოვარდნილი ეკონომიკური შემცირების მიზნით, და დარჩა მხოლოდ ,,Granny Square,, ამისდა მიუხედავად ინგლისური ენის ტერმინოლოგიაში არსებობს ჯერ კიდევ ,,Granny Square Afgan,,რადგან, ძალიან ბევრი სქემა, აღწერა და ვიდეოებია საიტებზე ამ სახელწოდებით . სხვადასხვა სამოსი მოტივებით, ,,ბებიას კვადრატები,, 1970 წლებში მიაღწია პიკს. ერთ ერთი გამომცემლობის პუბლიკაციის ავტორი დებბი სტოლლერ... წერს ,,თუ თქვენ გაიზარდეთ 70-იან წლებში, ნაქსოვი სამოსი შესრულებული იყო არაფრისგან.... საცვალებიც კი არის მოქსოვილი ამ მოტივისგან....,,გულისხმობდა ბებიას კვადრატებს,, ,,ბებიას კვადრატს,, არა აქვს შეზღუდული შემოქმედების სივრცე. სხვადასხვა ფერის ნართით შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ნაქსოვი ვარიანტების უსასრულობა. კლასიკური ბებიას კვადრატები შეიძლება განსხვავდებოდეს და ისინი შეიძლება იყოს3, 5, 6კუთხიანი. მცირე ზომის მოტივები შეგიძლიათ მოქსოვოთ და გამოიყენოთ ტანსაცმლის, ჩანთების, ქუდების, შარფების,კაშნეების,შალის, ჩუსტების ან დეკორატიული ბალიშებისა და საწოლის თუ დივნის გადასაფარებლების გასაფორმებლად.

შეგიძლიათ მოქსოვოთ ასევე სამზარეულოს აქსესუარები: სალფეტკები და ხელსახოცები, ბავშვებისათვის სათამაშო ნაქსოვი კუბიკები, პლედი,ადიელა.ბალიშის შალითა, ქვედაბოლოები, კაბები,ჟილეტები, პონჩო და სხვა ერთ ან სხვადასხვა ფერში მოქსოვილი ასეთი დეტალები იქსოვება ცენტრიდან, და ცალკეული ნაქსოვი მოტივების შეერთებით მიიღება ერთიანი გაერთიანებული სახე

 

მაშ ასე დაიხსომეთ: ნაქსოვი დეტალები გამოიყენება ცალკეული მოტივების ან გაერთიანებული სახით. დღევანდელობაში ,,ბებიას კვადრატით,, ნაქსოვი ტანსაცმელი აქტუალურობას ინარჩუნებს, რომელიც ყველანაირ იმიჯს ერგება და ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის განკუთვნილი.

თუ გამოიყენებთ მზა სქემას ჟურნალებიდან ან საიტებიდან, მაშინ შეიძინეთ ნართი სქემის,აღწერის და თარგის შესაბამისად,გარკვეული ქსოვის შაბლონები განკუთვნილია სპეციალური ტიპის ძაფისთვის,ამიტომ სხვადასხვა სახის დარღვეული და განახლებული ძაფის გამოყენებით რისკავთ რომ არ მიიღოთ სასურველი შედეგი.ასე რომ არ მოხდეს ეცადეთ დარღვეული და განახლებული ნართი დაახარისხოთ ფაქტურისა და სისქის მიხედვით. და ბოლოს ,,ბებიას კვადრატი,, ფერადი კვადრატის ერთიანი სურათია ან ამ მოტივების პატარ -პატარა კვადრატებით შექმნილი ერთიანი სურათი ერთ ნამუშევარში შექმნილი ხელოვნებაა!!!

https://m.youtube.com/watch?feature=emb_title&v=ETsxUzPTaT0

https://m.youtube.com/watch?feature=emb_title&v=qQjDz6e1TS8

https://m.youtube.com/watch?v=oPRf5C6KaMI&feature=emb_title

https://m.youtube.com/watch?v=d6D9oNfe4SA&feature=emb_title

https://m.youtube.com/watch?feature=emb_title&v=rdcLQwO7GPg

https://m.youtube.com/watch?feature=emb_title&v=sB1SeRxWdkk

https://m.youtube.com/watch?v=tsudvE5l6ZY&feature=emb_title

https://m.youtube.com/watch?feature=emb_title&v=oFYB5-8ICxo

https://m.youtube.com/watch?v=RSZPP5y7OU0 https://m.youtube.com/watch?v=VzgFJbd3oeI

https://m.youtube.com/watch?v=bu3WQKPXts0

https://m.youtube.com/watch?v=da2Q9ATrB0s

https://m.youtube.com/watch?v=RSZPP5y7OU0&t=14s

https://m.youtube.com/watch?v=QGTuD8XCurg

ამ ვიდეოს მიხედვით შეგიძლიათ მოქსოვოთ ბებოს კვადრატებით ,,ჩუსტები,, https://m.youtube.com/watch?v=k4VrGL7ciqg  

 

 

 

 


სტატია: ეს საინტერესოა. | ნანახია: 523 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]