მთავარი » ქსოვა » ეს საინტერესოა... » ეს საინტერესოა.

ქსოვენ ორსულები?

 

 

 

ორსულები ბევრ აკრძალვას აწყდებიან, ეს ეხება არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის საზიანო აკრძალვებს, არამედ ცრურწმენებსაც. ბევრს სჯერა მათი და ორსულობის პერიოდში, პატარაზე ფიქრით, უამრავ რამეზე ამბობენ უარს. მაგალითად, ამბობენ, რომ ამ პერიოდში არ შეიძლება თმის შეჭრა, ასევე, ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის ნივთების შეძენა. ზოგი ქალი აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას მსგავს ცრურწმენებს და აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის. ბოლოსდაბოლოს, არც ერთ ქალს არ სურს თმა და გარეგნობა მოუწესრიგებელი ჰქონდეს. გარდა ამისა, ბევრ მათგანს არ შეუძლია მოთმენა, არ იყიდოს ან არ მოქსოვოს რაიმე თავისი პატარასთვის წინასწარ. მოდით, ყურადღებით გავეცნოთ საიდან გაჩნდა ქსოვასთან დაკავშირებული აკრძალვა. თანამედროვე სამყაროში არსებული ყველა ცრურწმენა სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ხალხს სჯეროდა, რომ ორსულ ქალს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია გაუმკლავდეს ძაფს, რადგან ბავშვი შესაძლოა ჭიპლარში გაიხლართოს. ითვლება, რომ ეს აკრძალვა გამოიგონეს ბებიაქალებმა თავის გამართლების მიზნით, როცა არ შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა. ძველ დროში ქალებმა ორსულობის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, ამიტომ ადვილი დასაჯერებელი იყო ის, რასაც ბებიაქალები ამბობდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს ცხრა თვის მანძილზე მაინც უწევდა ძაფთან შეხება. ყოველ ჯერზე ცრურწმენა რომ გამართლებულიყო, ბავშვების უმეტესობა ამ პრობლემით დაიბადებოდა.

როცა ქალი ქსოვს, მისი სხეული გარკვეული პერიოდი ერთ პოზიციაშია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შეფერხება ან ბავშვისთვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდება. ამიტომ, თუ ქალმა მაინც გადაწყვიტა ქსოვა, აუცილებელია ხშირად შეისვენოს და იმოძრაოს. კიდევ ერთი მიზეზი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ – ეს არის საყვარელი ჰობის გავლენა მხედველობაზე. როდესაც ელექტროენერგია არ იყო, ქალები იძულებულები იყვნენ დაკავებულიყვნენ ხელსაქმით ცუდი განათების ფონზე, რის შედეგად, მათი მხედველობა სწრაფად უარესდებოდა. დღევანდელ დღეს, ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სამუშაო ადგილის კარგი განათებით უზრუნველყოფა, ასევე, პერიოდულად უნდა შეისვენოთ და შეასრულოთ ვარჯიშები თვალებისთვის.

 

ახალგაზრდა ქალები ხშირად ითვალისწინებენ უფროსი თაობის წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომელთაც მტკიცედ სწამთ ტრადიციების და ადგილობრივი მითების, ისინი მკაცრად უკრძალავენ ახალგაზრდა ორსულ ქალებს ქსოვას ან ნივთების წინასწარ შეძენას ბავშვის უსაფრთხოებისთვის. მაგრამ თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა. მომავალ დედას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი მხიარული ემოცია. მთავარია, იცოდეთ, რომ თუ ქსოვა გინდათ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი აზრი დაიცვათ სხვების წინაშე, ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს კამათი და იმედგაცრუება. აუცილებელია გარშემომყოფებისთვის ცხადი გახადოთ, რომ თქვენ ხართ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. და თუ ქსოვა თქვენ სიამოვნებას მოგიტანთ, ეს ზუსტად ის საქმიანობაა, რომლითაც უნდა დაკავდეთ ორსულობის პერიოდში.

                                                                                                                 დაბრუნება

 

 

 


სტატია: ეს საინტერესოა. | ნანახია: 182 | სულ კომენტარი:(0)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]